გიორგი მელქაძე: "სპარტაკში" ყოფნისას მეძახდნენ - "წადი, საზამთროები გაყიდე"...

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ, რომელიც ამჟამად "ტამბოვშია" განათხოვრებული, დედაქალაქურ კლუბში ყოფნის პერიოდში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

"ვკითხულობდი სტატიებს, კომენტარებს. "სპარტაკთან" გაფორმებულმა კონტრაქტმა ყველა ჭკუიდან გადაიყვანა. ხელფასი 100 000 ევრო მქონდა და თუნდაც მაშინ ეს არ მეკუთვნოდა, თამაშით დავამტკიცე, რომ ვიმსახურებდი.

"ტამბოვში" თამაშისას ფსიქოლოგიურად უფრო მყარი გავხდი. გავაანალიზე, რომ ტყუილად ვნერვიულობდი სხვადასხვა კომენტარისა და შეურაცხყოფის გამო. მე კი არა, ძიუბას აგინებენ, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია.

"სპარტაკში" თამაშისას გოლის გატანაში ხელს ბევრი რამ მიშლიდა. მოედანზე გამოსვლისას მეძახდნენ: "წადი, საზამთროები გაყიდე!"
როცა ბურთს დავკარგავდი, ეგრევე ჩემ შეცვლას ითხოვდნენ.

ხვდებით, როცა ეს გესმის, თამაში ყველაზე ნაკლებად გინდება. ეს მოტივაციას არ გმატებს და პირიქით, ძალიან მეშინოდა, გოლების გატანას რომ ვერ ვახერხებდი", - განაცხადა მელქაძემ Sport24-თან საუბარში.

გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ტამბოვის" რიგებში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვის მისტირით საკუთარ სამშობლოზე რო თქვა უარი იმას? ფეხბურთი მარტო სპორტი არაა. როცა ფეხბურთს თამაშობ მარტო ფეხბურთს კიარ თამაშობ, შენი ქვეყნის ღირსებას იცავ როგორც რიგითი მებრძლი. და თუ ეგ არ გინდა წადი ბიძია. ამ კაცით თუ მთავრდება ქართული ფეხბურთი, დავიშალოთ საერთოდ რაზე შემოვდივათ დავიშალოთ. ამდენი ნიჭიერი შემტევი გვყავს, გასაგებია ყველას კარიერა ისე ვერ წარიმართა როგორც გვინდოდა მარა საქართველო მაინც არ დაიკარგება.რამდენი წალი მივსტირიღ
თ ამას. ესაა ჯიქია 2. ოჯახი როგორი ყავს ეგ ჩვენი საქმე არაა. აქ სპორრტისთვის შემოვდივართ ოჯახი თუ კაი აქვს ეგ სხბ
ვა რამეა საერთოდ აქ სპორტსმენებისოჯახების გამო არ შემოვდივართ
ჰან
09:58 18-03-2020
3
საქართველოს ნაკრებზე თამაშზე უარი თქვა მაგ კაცმა. კი ბატონო, ნუ გავლანძღავთ მაგის გამო,მარა მაშინ საერთოდ ნუ დაწერთ მასზე რამეს. არ არსებობს ეგ ფეხბურთელი ჩვენთვის. იყოს იმ რუსეთში და ითამაშოს.
სამტრედიელი კარგი ოჯახიდანააო - დაიწერა აქ კომენტარებში. ოჯახი ასწავლის ბევრს რამეს ადამიანს - მათ შორის რა არის სამშობლო და პატრიოტიზმი., ნუ ვთხოვთ? მაშინ ნურც ვახსენებთ საერთოდ.
P.S. ისე ცნობისათვის - სამტრედიელები არიან საბა კვირკველია და ჯიმიკო ტაბიძე, მთელ სამტრედიას რომ ეხმარებიან. ოჯახები და ჯიში მაგათი თქვი შენ...
ჯეკო
09:48 18-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული