ვაკო გვილია: ჩემს ფასს მინდორი განსაზღვრავს და არა სხვადასხვა საიტი

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიასა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონურ გამოცემა legia.net-ს ესაუბრა, რომელიც დედაქალაქურ კლუბზე ორიენტირებული გამოცემაა.

"ყოველდღე დაუღალავად ვშრომობ, რომ გავიზარდო და უფრო მაღალ დონეზე ავიდე. თებერვალსა და მარტში მოედანზე ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში, როგორც 6, ისე 8 და 10 ნომრის პოზიციებზე. ერთ-ერთ მატჩში გარემარბიც კი ვიყავი.

სულერთია, თუ მწვრთნელი იტყვის, კარშიც ჩავდგები, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს მოედნის ცენტრში, 8 ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ.

კარგი სტატისტიკა მაქვს, თუმცა მეტი შემიძლია. მინდა
ამ წელს "ლეგიასთან" ერთად თასი და ჩემპიონატი მოვიგო. რა თქმა უნდა, თუ სეზონის დასრულება მოხერხდება. თუ ტიტულები ვერ მოვიგეთ, თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ გოლს გავიტან ან შედეგიან გადაცემას გავაკეთებ.

"ტრანსფერმარკტზე" 2 მილიონი ევრო ვღირვარ? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე ის მინდა, რომ დღეს გუშინდელზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყო. ჩემს ფასს მინდორი განსაზღვრავს და არა საიტი. ფული და ციფრები არ თამაშობენ.

ცოტა ხნის წინ ჩემი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევრო იყო, ახლა ორჯერ მეტია. არ მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში ორჯერ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა უფრო მეტად გაფასებენ, ვიდრე ადრე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი, მოედნის ხედვაც აქვს და გოლის გატანაც შეუძლია, მისი მეომეფება მაგრამ რაღაც აკლდება თითქოს უკეთეს გინდში გადადის მაგრამ შეუძლია იმაზე მაგარ გუნდში გადავიდეს ვიდრე გადადის. შეუძლია ესპანეთშიც ოთამაშოს. მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნოს და ტეამვებმა არ შეაფეტხოს. მიდი ვაკო ჩვენ შენი გვჯერა
გულშემატკივარი
21:43 25-03-2020
1
ძალიან მეიმედება ამ ბიჭის.შრომისოყვარე არის მაგრამ ხანდახან მიკრო ტრამვები როაქ უგრძელდება ფორმაში შესვლა თან ნაღდად არ უმართლებს მწვრთნელებში.ვაკო შენ ერთ ერთი ხარ იმ ფეხბურთელებიდან ვისი იმედიც მაქ მიდი უფრო მეტი შრომა დარწმუნებული ვარ უფრო მეტი შეგიძლია .მემგონი ვაის მადლობა უნდა გადავუხადოთ რომ ენდო და მოიყვანა ნაკრებში
თემური
08:26 26-03-2020
0

სიახლეები პოპულარული