"ლოკომოტივიც" დეპოშია - კვირკველია და მისი თანაგუნდელები ხელფასის შემცირებაზე არ დათანხმდნენ

AutoSharing Option
სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს?

რადგან მოსკოვის "ლოკომოტივსაც" კი გაუჭირდა, რომლის სპონსორი რუსეთის რკინიგზაა, ე.ი. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ვერაა აქვს ფინანსურად საქმე მთლად კარგად.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და "ლოკოს" ამბავს მოგახსენებთ, რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა ივან კარპოვმა Metaratings-ისთვის გაავრცელა. სახელდობრ, "ლოკოს" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე ფეხბურთელებს შეხვდა და კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ივნისამდე ხელფასების 40%-ით შემცირება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ფეხბურთელებმა, რომელთაც ზაფხულში უმთავრდებათ კონტრაქტები, მათი ჩემპიონატის ბოლომდე გახანგრძლივება მოითხოვეს. კიკნაძემ უთხრა, რომ ჯერ სეზონის
განახლების ვადები უცნობია და ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. სიტუაცია დაიძაბა და მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ფეხბურთელების სახელით მეკარე გილერმე საუბრობდა, რომელმაც თქვა, რომ კიკნაძე მათ იშვიათად ეკონტაქტება, მხოლოდ ცუდი ამბებით მიდის, როდესაც რაღაც უნდა წაართვას და მის წინადადებაზე თანახმანი არ არიან.

დიალოგი არ გამოვიდა. გენერალურმა დირექტორმა კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო დაიჩივლა. მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 6 აპრილს გაიმართება.

ადრე ფეხბურთელებს ანაზღაურება "სპარტაკმა", "რუბინმა" და "დინამომ" შეუმცირა. ფეხბურთელებთან ამავე საკითხზე მოლაპარაკებას "გაზპრომის" "ზენიტი" აწარმოებს.

ცნობისათვის, "ურალსის" ბარელი ნავთობის ფასი 2 აპრილს კრიტიკულად, 10 დოლარამდე დაეცა და ეს მაშინ, როდესაც მისი თვითღირებულება 42.4 დოლარია...

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც იქნა სასიამოვნო ამბები მოდის რუსეთიდანაც. ისეთ დღეში მინდა ვნახო ეგენი რომ შიმშილით სული ძვრებოდეთ
ვაჟა ზაზაევიჩი
11:16 06-04-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული