"უფამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე იცავს, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ფეხბურთელებს ანაზღაურება კიდევ უფრო შეუმცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "РБ-Спорт"-ი ავრცელებს.
კლუბმა მათ გასამრჯელო 70%-ით შეუთანხმებლად შეუმცირა და ამის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობა.
ზოგიერთმა მოთამაშემ ამის გამო პროფესიონალ ფეხბურთელთა ფედერაციის ასოციაციაში (FIFPro) იჩივლა.
რუსეთში კლუბების უმეტესობამ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა და მხოლოდ მოსკოვის "ლოკომოტივის" მოთამაშეები აცხადებენ ამაზე უარს.
ფინანსური კრიზისი რუსეთში - "ზენიტმა" ხელფასები გაანახევრა
"ლოკომოტივიც" დეპოშია - კვირკველია და მისი თანაგუნდელები ხელფასის შემცირებაზე არ დათანხმდნენ