პორტუგალიურმა goalpoint.pt-მ მარტის ჩათვლის მონაცემებით ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინა და მასში სეტუბალის "ვიტორიას" მეკარე გიორგი მაკარიძე შეიყვანა, რომლის თამაში 6.1 ქულით შეაფასა და ასე დაახასიათა:
"გიორგი მაკარიძე (ვიტორია) 6.1 - დიდი გუნდების მეკარეები იშვიათად ხვდებიან სიმბოლურში, თუმცა მაკარიძეს ოდისეი ვლაჩოდიმოსი (ბენფიკა) რეიტინგში მცირედით ჩამორჩება და თვით მარკო პერეირაც (სანტა კლარა). გიორგი შესანიშნავ ფორმაში იყო და მისი სამსახურით "ბენფიკასა" და "სპორტინგის" დაინტერესების შესახებაც გავრცელდა ინფორმცია. პოზიციის კარგი შერჩევით და რეაქციით გამოირჩევა, სამიდან ორი პენალტი მოიგერია".