მაკარიძეს პორტუგალიური მედია ძალიან აქებს და სეზონის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
პორტუგალიურმა goalpoint.pt-მ მარტის ჩათვლის მონაცემებით ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინა და მასში სეტუბალის "ვიტორიას" მეკარე გიორგი მაკარიძე შეიყვანა, რომლის თამაში 6.1 ქულით შეაფასა და ასე დაახასიათა:

"გიორგი მაკარიძე (ვიტორია) 6.1 - დიდი გუნდების მეკარეები იშვიათად ხვდებიან სიმბოლურში, თუმცა მაკარიძეს ოდისეი ვლაჩოდიმოსი (ბენფიკა) რეიტინგში მცირედით ჩამორჩება და თვით მარკო პერეირაც (სანტა კლარა). გიორგი შესანიშნავ ფორმაში იყო და მისი სამსახურით "ბენფიკასა" და "სპორტინგის" დაინტერესების შესახებაც გავრცელდა ინფორმცია. პოზიციის კარგი შერჩევით და რეაქციით გამოირჩევა, სამიდან ორი პენალტი მოიგერია".

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალში რომ გადავიდეს, ვაისა და ფედერაცია მაინც არ ათამაშებენ.ლორიასთან გამაზვა უფრო კაია. ენდობიან. დანარჩენი აბა მაგათ არ აინტერესებთ.
vaso
19 აპრილი 2020 13:59
0
ყოჩაღ გიორგის, სერიოზული მიღწევაა სიმბოლურში მოხვედრა, სადაც ძირითადად პორტუსა და ბენფიკას მოთამაშეები არიან. ეს უკვე კარგი ევროპული დონეა. წარმატებებს ვუსურვებ
ზაზა
16 აპრილი 2020 14:26
0
სეზონის სიმბოლურში შეყვანა უდავოდ დიდი აღიარებაა,მითუმეტეს რომ პორტუგალიას ძლიერი ჩემპიონატი აქვს.
ყოჩაღ გიორგი,წარმატებები ჯიგარო.
ქობულეთიდან
16 აპრილი 2020 12:31
0
ბენფიკა სანამ მაკარიძეს არ მიიყვანს ძირითად მეკარედ ფინალების წყევლა არ მოეხსნება:))
ბოკინიო
16 აპრილი 2020 00:53
0
ყოჩაღ მაკარიძეს, ვულოცავ და მალე ბენფიკაში გვენახოს. წამატებები.
G.LA
15 აპრილი 2020 22:57
0

სიახლეები პოპულარული