კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

AutoSharing Option
ყაზახური Meta-ratings.kz-ის მიხედვით, კოსტანაის "ტობოლმა" საკუთარ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ხელფასები კორონავირუსის პანდემიის გამო მეოთხედით შეუმცირა.

გამოცემის ცნობით, თავიდან კლუბი ხელფასების განახევრებას აპირებდა, თუმცა მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი ასეთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ და ბოლოს, მხარეები 25%-ზე შეთანხმდნენ. ამას გარდა, წყარო წერს, რომ ამ წელს "ტობოლის" ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა.

ყაზახეთის ჩემპიონატმა სტარტი ამა წლის მარტში აიღო, თუმცა კორონავირუსის გამო შეჩერდა. ამ ეტაპისთვის "ტობოლი" 2 ტურის შემდეგ მოპოვებული 4 ქულით ყაზახეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

ყაზახური კლუბის ღირსებას 3 ქართველი
იცავს - ლუკა ზარანდია, ნიკა კვეკვესკირი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ გადმოსახედიდან თავისუფლად შეუძლია ქართულ კლუბს გადაუხადოს კანკავას ის ხელფასი რასაც ამ ეტაპზე ყაზახები გადაუხდიან და იქ რაღა უნდაა? წამოიყვანეთ სასწრაფოდ
Simartle.nw
19:39 02-05-2020
0
წარმოიდგინეთ: როცა ასტანა ქვეყნის პირველი კლუბი ეგეთ დღეშია?! სხვები რა დღეში იქნება. ამიტომ სახელმწიფო რომელიც ამ კლუბს აფინანსებს და საპრეზიდენტო ფონდი და ვიღაც სპონსორი თავისი მილიარდებით. კლუბები აღარ ჭირდებათ! ამიტომ კაზახეთის დონე ისედაც რა იყო და ეხლა უფრო დაეცემა. კარგი ჯაბა ასაკშია მაინც და კვეკვესკირი და ზარანდია ჯობია დროულად მოშორდენ მაგ ქვეყანას. ქვეყანას სადაც კიდე საბჭოური ცხოვრების სტილია და პერსპექტივის არანაირი შანსი!
Ucnobi
16:45 01-05-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული