თურქული გამოცემა: ამტკიცებდნენ, არველაძე ჩაკვეტაძის "ტრაბზონში" გადასვლაზე დათანხმებას ცდილობსო...

AutoSharing Option
თურქული გამოცემა fotospor.com-ის ინფორმაციით, თურქულ საფეხბურთო წრეებში საუბრობდნენ, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის დარწმუნებას ცდილობდა, გადასულიყო "ტრაბზონსპორში".

თუმცა შოთამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

"ჩაკვეტაძე დიდ კლუბში ტრანსფერთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. არც ის არის საიდუმლო, რომ მისით "ბორდო" სერიოზულადაა დაინტერესებული. ჩაკვეტაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია.

რაც შეეხება "ტრაბზონსპორთან" დაკავშირებით, ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. თუ თავად მოთამაშე რამეს მკითხავს, ამას არავის დავუმალავ", - განაცხადა შოთა არველაძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
როცა გენტში გადავიდა გიო მაშინ ვიფიქრე, რომ ის გახდებოდა კლუბის ლიდერი წამყვანი ფეხბურთელი და მაქსიმუმ 2 სეზონში ბუნდესლიგის ან პრემიერ ლიგის წამყვან კლუბში გადავიდოდა 3 წელი გავიდა და დღეს რეალურად ის არის სათადარიგო ფეხბურთელი, რომლის ბელგიური კარიერაც ვერ შედგა და ჯობია წავიდეს თუნდაც თურქეთში და იყოს ძირითადში და ქონდეს სათამაშო პრაქტიკა ნდობა და მწვრთნელის ფეხბურთელების ვიდრე წამყავნი ჩემპიონატის კლუბის სკამზე იჯდეს და რაც შეეხება თურქეთს თურქეთში წასულ ყველა ქართველს აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ნდობა და ტრაპზონი არ არის ხელწამოსაკრავი კლუბი.
Giorgi
11:42 06-05-2020
1
ჯერ გენტიში მოხვდეს შემადგენლობაში და მერე უნდა იფიქროს სხვა კლუბში გადასვლაზე. გენტის სათადარიგო ფეხბურთელს გრანდი არ წაიყვანს ეს ხომ ზღაპარია.
ფეხბურთი
04:13 06-05-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული