თურქული გამოცემა fotospor.com-ის ინფორმაციით, თურქულ საფეხბურთო წრეებში საუბრობდნენ, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის დარწმუნებას ცდილობდა, გადასულიყო "ტრაბზონსპორში".
თუმცა შოთამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
"ჩაკვეტაძე დიდ კლუბში ტრანსფერთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. არც ის არის საიდუმლო, რომ მისით "ბორდო" სერიოზულადაა დაინტერესებული. ჩაკვეტაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია.
რაც შეეხება "ტრაბზონსპორთან" დაკავშირებით, ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. თუ თავად მოთამაშე რამეს მკითხავს, ამას არავის დავუმალავ", - განაცხადა შოთა არველაძემ.