"ვიტორიას" დირექტორმა მაკარიძესა და "ბენფიკაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ვიტორია სეტუბალის" სპორტულმა დირექტორმა როდოლფო ვასმა გუნდის ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძის შესახებ ყველაზე პოპულარულ პორტუგალიურ გამოცემა A Bola-სთან ისაუბრა.

საუბარი, ერთგვარად, სკანდალური კომენტარით დაიწყო, რომელიც ქართველმა მეკარემ "პორტიმონენშესთან" გასამართი მატჩის წინ გააკეთა. მაკარიძემ თქვა, რომ ყველა მატჩის წაგებას დათანხმდებოდა, ოღონდ "ბენფიკასთან" არ წაეგო.

მაკარიძე ამ განცხადების გამო სკანდალში აღმოჩნდა და ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. აღნიშნული მოვლენიდან რამდენიმე თვის შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმაც ისაუბრა ამ საკითხზე.

"მე სხვადასხვა ქვეყანაში მიმუშავია და ვიცი, თუ რამდენად უხერხულია სხვადასხვა ენასთან მორგება. ჩემი აზრით, ეს
მხოლოდ ენობრივი შეცდომა და არასწორი ინტერპრეტაცია იყო.

რაც შეეხება გიორგის თაობაზე "ბენფიკას" შემოთავაზებას, როცა მაკარიძის მსგავსი მეკარე გყავს, მაღალი დონის კლუბებისგან მიღებული წინადადებები ლოგიკურია.

რამდენიმე გუნდმა გამოთქვა მისი შეძენის სურვილი, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ "მაკას" გაყიდვისთვის შესაფერისი დრო არ იყო. ამას გარდა, მასთან შესალევად მეორე მხარემ ადეკვატური ფინანსური წინადადებით უნდა მოგვმართოს", - განაცხადა როდოლფო ვასმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული