კვიპროსში სეზონი დაასრულეს, "ანორთოსისი" ჩემპიონის ტიტულის და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვეს

AutoSharing Option
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ქვეყნის მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩემპიონატის შეჩერების მომენტში, 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით ლიდერობას "ომონია" და "ანორთოსისი" იყოფდნენ და მოხდა ის, რასაც ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვარაუდობდა - დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებულად ნიქოზიური კლუბი გამოაცხადეს.

არადა, ქეცბაიას დაჟინებული მოთხოვნით "ანორთოსისმა" 10 მაისს ვარჯიში განაახლა და სეზონის განახლებასაც იმედოვნებდა, მაგრამ ფედერაციამ სხვაგვარად განსაჯა და ქართველების გუნდი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა. მოკლედ, ევროპა ლიგაზე მონაწილეობა უწყალობეს.

"ანორთოსისი" საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში
(CAS) შეიტანს აპელაციას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა შედეგს მიაღწიოს, რადგან ანალოგიური სარჩელით აღნიშნულ სასამართლოს სხვა ქვეყნების ბევრმა კლუბმა მიმართა და ჯერ არც ერთი მათგანი არ განუხილავთ.

"ანორთოსისის" ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი იცავენ (ჯანო ანანიძეს კონტრაქტი მაისის ბოლოს უმთავრდება და ალბათ, კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს).

კომენტარი კვიპროსულ პრესასთან ოქრიაშვილმა გააკეთა: "ვინც ჩემპიონატის დასრულებით იყო დაინტერესებული, მიზანს მიაღწია. მრავალ ქვეყანაში ვარჯიშები განაახლეს და სეზონიც განახლდება, ამდენად გაუგებრია, რატომ მიიღეს აქ ეს გადაწყვეტილება. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მომზადებას გავაგრძელებთ".

ამ დროს კი "ომონია" ზეიმობს და მისი ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ოქროს მედლები სრულიად დამსახურებულად გადაეცემათ. ნიქოზიელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა თქმა უნდა ცუდია ქართველთა გუნდი რომ ვერ გახდა ჩემპიონი თუმცა უნდა ითქვას რო ყველაფერი მათ ხელში იყო და მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავებს უნდა დააბრალონ.
ბარამბო
14:54 16-05-2020
3
ჩემი აზრით ასეთ ᲨემᲗხვევაში როცა Თანაბარი ქულები ქონდათ,ერთი გადამწყვეტი Თამაში უნდა დანიშნულიყო.უფრო სპრავედლივი იქნებოდა.
კახა ქ.
14:25 16-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული