არ იყიდება, ის ხომ მთელ გუნდს მუხტავს - ჯიმი ტაბიძე ლეგიონერებში გამოარჩიეს

AutoSharing Option
რუსულმა საფეხბურთო საიტმა soccer.ru-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო რუსეთის პრემიერლიგის ყველა კლუბის თითო ლეგიონერი, რომელთა გაყიდვაზეც გუნდის წარმომადგენლებს ვეტო უნდა დაედოთ და "უფადან" ასეთ მოთამაშედ ჯიმი ტაბიძე დაასახელა.

აი, რას წერს საიტი საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ:

"ერთი წლის წინ ეს როლი, ალბათ, სილვესტერ იგბუნს ეკუთვნოდა, თუმცა ის მოსკოვის "დინამოში" გადავიდა და ახლა "უფას" შემადგნელობიდან მცველის გამოყოფა გვიწევს.

ნედელჩარუ ("უდინეზეს" სურს) და ტაბიძე თანაბარმნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჯიმის გუნდში სიტყვა ეთქმის და განსაკუთრებული ხასიათი აქვს, რომელიც არა მხოლოდ მას, არამედ
მის პარტნიორებსაც მუხტავს."



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაახვიე სანამ ახალგაზრდა ხარ, თორემ ჯანო და საბა დაგემართება. აგერ საბა მგონი როტორში აპირებს გადასვლას
Grisha
20:20 17-05-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული