მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომ "თეთრ-წითლებში" წარმოშობით ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მელქაძის დაბრუნების შანსები შეაფასა.
"არა მგონია, მელქაძე "სპარტაკისთვის" კარგი ფეხბურთელი იყოს. შესაძლოა, "ტამბოვის" ან სხვა მსგავსი გუნდების დონეს აკმაყოფილებს. ამიტომაც, არ მგონია, რომ მოსკოველებმა მისი დაბრუნებისთვის თავი უნდა შეიწუხონ.
"ტამბოვში" გიორგი ლიდერი და საჭირო ფეხბურთელია. თუმცა ამავე თემაზე ჯანო ანანიძის ისტორიის გახსენება შეგვიძლია. როცა ის იჯარით სხვა კლუბებში გამოდიოდა, კარგად თამაშობდა. შემდეგ დაბრუნდებოდა "სპარტაკში" და არაფერი გამოსდიოდა.
მელქაძესთან დაკავშირებითაც იგივე ისტორია იქნება. ჩემი აზრით, გიორგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული
"ტამბოვში" დარჩენითა და გუნდისთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებით", - განაცხადა ჩერვიჩენკომ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
გიორგი მელქაძე: "სპარტაკში" ყოფნისას მეძახდნენ - "წადი, საზამთროები გაყიდე"...
გიორგი მელქაძემ რუსეთის პრემიერ ლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]