თემურ ქეცბაია დეპრესიაშია - თვლის, რომ ტიტული მოპარეს

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ქართველ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ძალიან დაწყვიტა გული კვიპროსის ჩემპიონატის ნაადრევად დასრულებამ და ჩემპიონად ნიქოზიის "ომონიას" გამოცხადებამ.

მოგეხსენებათ, კუნძულელთა ჩემპიონატს "ანორთოსისი" და "ომონია" თანაბარი ქულებით ლიდერობდნენ, თუმცა ნიქოზიელებს ურთიერთშეხვედრებში ჰქონდათ უპირატესობა (1:0, 0:0) და სწორედ ამიტომ მიიღეს ჩემპიონთა ლიგის საგზური.

ქეცბაიას შესახებ "ანორთოსისის" სპორტულმა დირექტორმა იანის კონსტანტინუმ ისაუბრა:

"თემური დეპრესიაშია. ის მიიჩნევს, რომ ჩემპიონობა წაართვეს. ქეცბაიას თამაში უნდოდა, სჯეროდა, რომ "ანორთოსისი" ჩემპიონი გახდებოდა და გასაგებიც არის, რატომ არის ასე გულდაწყვეტილი".

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება კლუბმა უეფასა და ადგილობრივ სასამართლოში
გაასაჩივრა, თუმცა ქეცბაიამ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ სავარჯიშო პროცესი დასრულებულია.

მომზადებულია sport24.gr-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისღა დაგვრჩენია ევროპაზე წარმატებით გაგვახაროს!
გუჯა კახაძე
13:57 19-05-2020
1
ერთ თამაშს ყველა გუნდი აგდებს...თან ახალი გუნდს აშენებს
L.J.-anris
12:37 19-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული