"პრესბოლის" ცნობით, "ნემანის" 23 წლის მცველი გიორგი ქანთარია მალე ბელარუსში ლეგიონერად არ ჩაითვლება.
ქანთარია მოქალაქეობის შეცვლას არ აპირებს, უბრალოდ, რეგლამენტის მიხედვით, მათ ჩემპიონატში მატჩში გუნდიდან მონაწილეობის უფლება 5 ლეგიონერს აქვს და გროდნოელებს აწყობთ, რომ ქანთარია ლეგიონერი აღარ იყოს. ასეთად კი ისეთი ფეხბურთელი მიიჩნევა, რომელიც მათ ქვეყანაში 3 წლის მანძილზე ცხოვრობს და თამაშობს.
გამოცემის მტკიცებით, ამის უფლებას ქანთარია შუა ზაფხულში მიიღებს. ის "ნემანში" 2017 წელს ზუგდიდის "დინამოდან" გადავიდა.