მერებაშვილი: პანდემიას ერთი დიდი პლუსი ჰქონდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის ვისლას ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა სეზონის განახლებასთან დაკავშირებით კომენტარი პოლონურ მედიასთან გააკეთა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, პანდემიით გამოწვეული სიტუაციით ძალიან დავიღალე. სახლში ჯდომა და ვარჯიში გვიწევდა. საცხოვრებლის დატოვება რეკომენდირებული არ იყო.

თუმცა, ამ რეალობას ერთი დიდი პლუსი ჰქონდა, ჩვენ უფრო მეტი დრო გავატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე დღეა ნორმალური ვარჯიშები დავიწყეთ. ძალიან მენატრებოდა ბურთი, ვარჯიში და მინდორი.

"ვისლასთვის" სეზონის პირველი მატჩი "კორონასთან" გასამართი გადადებული შეხვედრა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეტოქეს სატურნირო ცხრილში
დაბალი პოზიცია უკავია, ძალიან რთულ თამაშს ველოდებით.

აღნიშნული დაპირისპირების მოგება აუცილებლად გვჭირდება, რადგან მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება გვსურს. ლიგის თამაშებისთვის კარგად მომზადებული ვართ და ერთი სული გვაქვს როდის გავალთ მოედანზე.

სამწუხაროა, რომ მატჩები ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გაიმართება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ყველასთვის გასაგებია. უსაფრთოხება ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია,"- განაცხადა მერებაშვილმა.

მომზადებულია wyborcza.pl-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული