ბუდუ ზივზივაძემ "მეზოკოვეშდი" თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" პირველად გავიდა უნგრეთის თასის ფინალში და ამაში ქართველი თავდამსხმელის დამსახურება უდიდესია.

"ფეჰერვართან" პირველი ნახევარფინალური მატჩი 1:1 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ზივზივაძემ თავისი გუნდი სტუმრად მე-8 წუთზე დააწინაურა, 54-ე წუთზე კი მისი გადაცემით ლასლო პეკარმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. მართალია, მასპინძლებმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ფრედ, 2:2 დასრულება შეძლეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში "მეზოკოვეშდი" გავიდა.

3 ივნისს, ფინალში ბუდუს გუნდი მტკ-სა
და "ჰონვედს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზივზივაძის ამბავი, რა თქმა უნდა სასიხარულოა! ბუდუს წარმატებებს ვუსურვებ. მაგრამ #9 ვინ არის. მიჰაილო მესხი - ასე წერია livescore.com-ზე.
alexandre
10:21 27-05-2020
0
წარმატებები ბუდუს , კარგია რომ გოლები გადის მისი მონაწილეობით.
ამ ბიჭს ალღოც აქვს და უმართლებს კიდეც რომ საგოლე მომენტებშიში ხვდება. ეს მისგან შემთხვევით არეკლილი გოლიც ძალიან წაადგა მის კლუბს.
ისე კი ძალიან ცოტა არის ლამაზი გოლები ზივზივაძის გატანილი, აი ამ მხრივ მას მართლა არ უმართლებს!
kako
14:40 27-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული