24sports: პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ის ცნობით, ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს.

გამოცემის მტკიცებით, პაპუნაშვილი "ანორთოსისისათვის" სასარგებლო იქნება, რადგან სწრაფია, ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება რთული იქნება, რადგან "სარაგოსასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, ის ამჟამად იჯარის წესით "რასინგში" თამაშობს.

ახალი სეზონისთვის "ანორთოსისი" სერიოზულად გადახალისდება - ქართველი ლეგიონერებიდან გუნდი ჯანო ანანიძემ დატოვა, შეიძლება ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილიც წავიდნენ. რაც შეეხება გიორგი ლორიასა და ბუბა დაუშვილს, სავარაუდოდ, დარჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ანორთოსისი მართლა ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია ამ ეტაპზე! პანათინაიკოსი და ეს კლუბი დიდი სხვაობაა!
gabo
11:16 31-05-2020
1
ესპანეთიდან კვიპროსში 23 წლის ასაკში?ჩაუქნევია კარიერაზე ხელი და ეგაა თუ ეს მართალია,ქეცბაია კი არა ვინც არ უნდა იწვევდეს.აბსურდია,პანათინაიკოსი გიწვევდეს და ანართოსისში წახვიდე.კვიპროსში თუ მიდიხარ ნაკრების ფეხბირთელი ეს 32-33 წლის ასაკში უნდა გააკეთო ლორიასავით.
master
15:41 31-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული