მახარაძემ რამდენიმე რთული ბურთი აიღო - ქართველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაურ მახარაძის ლუგანსკის "ზარიამ" უკრაინის ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა და გასვლაზე "ალექსანდრიასთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

ქართველი მეკარე ლუგანსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სტუმართა კარი გაშვებული გოლისაგან რამდენიმეჯერ იხსნა. "ალეკსანდრიას" ფეხბურთელებმა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან შეძლეს მისთვის გოლის გატანა, ისიც მატჩის 90+4 წუთზე.

"ზარიას" "დესნასა" და კიევის "დინამოს" მსგავსად 46-46 ქულა აქვს და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. "დინამო" დღეს უკრაინულ კლასიკოში "შახტარს" ეთამაშება. წინ კიდევ 9 ტურია დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან, "ზარია"
უშანსოდ ნამდვილად არ გახლავთ. უკრაინის პრემიერლიგაში დაკავებული მეორე ადგილი კი, როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ კაცს რატო ვერავინ ხედავს მაინტერესებს და რით ვერ მოახერხეს ამის და გოგიას პრობლემა. გოგია ბუნდესლიგაში თამაშობს. მაჩვენეთ ერთი ქართველი რომელიც ასეთი დონის ჩემპიონატში თამაშობს ახლა. გერმანიის და უკრაინის სახელებით რო გამოდიოდნენ. მაგის გახსენების დრო არაა ახლა. ერთ დღესაც მოგვიწევს ბელარუსებთან შეხვედრა. ლორიას და სხვებს პატივს ვცემ მარა თუნდაც მაკარიძე და თუნდაც მახარიძის დონისები ახლა არ არიან. სფფმ მალე უნდა მოაგვაროს ეს საკითხი თორე ამას მალე უკრაინა წაგვართმევს
Van galli
18:51 31-05-2020
2
გოგიამ უარი თქვა საქართველოში თამაშზე და ახლა რომც დათანხმდეს აღარ უნდა გამოიძახონ. მახარაძე კი ნამდვილი კაცია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ქონდა ნათამაშები და ბოლოს საქართველოში თამაში არჩია რადგან ნამდვილი ქართველია. უეფას რეგულაციების გამო ვერ ხერხდება მისი თამაში ნაკრებში ჯერჯერობით და იმედია ფედერაცია მიხედავს ამ საქმეს. მახარაძე იყო კიდეც გამოძახებული და ნაკრების ერთად ივარჯიშა მაგრამ საბუთები არ მიიღო უეფამ და ლუქსემბურგთან აღარ ათამაშეს.
roma bejanidze
11:49 01-06-2020
0

სიახლეები პოპულარული