ლევან კუტალია "ირტიშს" ფიფაში უჩივლებს - ინტერვიუ მოტყუებულ ფეხბურთელთან

AutoSharing Option
როგორც იცით, პავლოდარის "ირტიში", რომლის ღირსებასაც თავდამსხმელი ლევან კუტალია იცავდა, ფინანსური პრობლემების გამო ყაზახეთის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს. ყაზახური sports.kz აღშფოთებულია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბის მდგომარეობით და კუტალიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"თუ პავლოდარის ოლქის ამჟამინდელი სპორტული და არამარტო სპორტული ხელისუფლება თვლის, რომ რაც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთის გუნდს დაემართა, ეპატიებათ, ეს ნიჭიერი მოღვაწეები ძალიან ცდებიან. ამასთან რეგიონის აკიმს (ხელმძღვანელს - რედ.) მუდმივად და მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე შეახსენებენ, რომ სწორედ მისი მმართველობისას შეწყვიტა არსებობა ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონმა. ამას
მის შვილებსა და შვილიშვილიშვილებსაც შეახსენებენ... და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ირტიშის" მკვლელობაში მონაწილეობა სულ სხვა ხალხმა მიიღო.

რესპუბლიკური ინტერნეტ-პორტალ Sports.kz-ის კორესპონდენტი საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირს ლევან კუტალიას გაესაუბრა, რომელიც ზამთარში "ირტიშში" პავლოდარული ფეხბურთის სახელოვანი ტრადიციების აღორძინებაში მონაწილეობის მიღების იმედით გადავიდა, თუმცა ერთ-ერთი მოტყუებულთაგანი აღმოჩნდა.

- ლევან, მე სწორად გავიგე - რაც "ირტიშში" გადახვედით, კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან ფული საერთოდ არ მიგიღიათ?
- ხელფასი მხოლოდ იანვარში ავიღე და მორჩა. შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში ფეხბურთელებს არაფერი არ მიგვიღია...

- ახლა რას გააკეთებთ?
- სასამართლოს მივმართავთ, ჩვენს ფულს ფიფას დახმარებით ავიღებთ.

- ყაზახეთში დარჩენის ვარიანტი გაქვთ? თუ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ გაგიცრუათ იმედები?
- ეს კლუბმა გამიცრუა იმედები. მე ფეხბურთის სათამაშოდ და გუნდის დასახმარებლად ჩამოვედი, მაგრამ რაც აქ ვნახე, აფრიკაშიც კი არ ხდება. კლუბში არასაფეხბურთო სიტუაციაა, ფული არ არის, არაფერი არ არის. "ირტიშში" ჩემი ყოფნის პერიოდი ძალიან ცუდი იყო...

თუმცა, ეს უკვე წარსულია. რა თქმა უნდა, ყაზახეთში დარჩენა მინდა - თუ კარგი ვარიანტი გამომიჩნდა. ვნახოთ. თუ ვინმე ჩემი სამსახურით დაინტერესდა, 15 ივნისამდე აქ ვარ.

სამწუხაროდ, აეროპორტები დაკეტილია, ამიტომ 15-მდე აქ ვარ, ყაზახეთში. იმედია, აქ ვარიანტი გამომიჩნდება.

- როგორ შეაფასებდით ჩემპიონატის ორ მატჩში თქვენს თამაშს? გაცუდებული პენალტი - ადრე თქვენს კარიერაში ასეთი რამ ხშირად მომხდარა?
- არა, თერთმეტმეტრიანი კარიერაში მხოლოდ მეორედ ვერ გამოვიყენე, მაგრამ ეს ძალინ ცოტაა. მესისა და რონალდოსაც ვერ გაუტანიათ პენალტი. ეს ფეხბურთია...

- "ირტიშის" გამო ყაზახეთში ყველა შოკშია. საქართველოში იცით მაგალითი, რომ გუნდი ჩემპიონატისას გათამაშებიდან მოიხსნა?
- "ირტიში" კარგი კლუბია, მდიდარი ისტორიის მქონე, ამიტომ დავთანხმდი. სამწუხაროდ, ამას იქ არ აფასებენ, მათთვის სულერთია... ასეთი შემთვევა საქართველოში არ მახსენდება...

- პავლოდარში კარანტინისას დროს როგორ ატარებდით? ქალაქის დათვალიერება მოახერხეთ?
- ნორმალური ქალაქია. კარანტინისას დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი. მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ახლა ფიზიკურად კარგად მოვუმატე.

- "ირტიშის" სიტუაციმ ყველა ფეხბრთელს, რომლებსაც კონტრაქტები გქონდათ, გაიძულათ ფიფასთვის მიგემართათ?
- მე უკვე აღარ ვიცი, აქ რეალურად რა იქნება, მაგრამ ფიფას მივმართავ და მინდა ჩემი ფული მივიღო. მსურს რაც შეიძლება მალე გადავიდე ახალ გუნდში".

მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამოდან არ უნდა წასულიყო არც კუტალია და არც შენგელია, არცერთის გადაწყვეტილება არ იყო სწორი ჩემი აზრით, დინამო შესუსტდა მათი წასვლით და თვითონ კიდევ სად წავიდნენ... ეგ რა გუნდებია ?!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
21:32 31-05-2020
1
ხო ირტიში ისტორიული კლუბი ყოფილა თურმე, და დინამო თბილისი არაფერი დაუფიქრებლად რო გარბიან კაცმა არ იცის სად და მერე თავში ხელს ირტყამენ, ყველას თავის გაგებაში გაუმარჯოს რათქმაუნდა ფეხბურთელის გადასაწყვეტია სად წავა მაგრამ ხანდახან ამ მწვანე ბენჯამინების ხიბლით ისე გუჯდებიან რო ყველაფერი ავიწყდებათ.. საწყალო ყიფიანო და მისნაირო ლეგენდებო რა დრო დაუდგა დინამო თბილის რო ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი ირტიში გარბის დინამოდან და მერე თავში ხელს ირტყამს
Batumi90
20:28 31-05-2020
1

სიახლეები პოპულარული