მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გაშვების შემდეგ მწვრთნელმა იური სიომინმა პირველი ვრცელი ინტერვიუ "სპორტ-ექსპრესს" მისცა და "რუბინში" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხსაც შეეხო. გთავაზობთ ამონარიდს:
"საერთოდ აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის "ლოკომოტივის" მომავალი იყო! მე ასე ვხედავდი - ალექსეი მირანჩუკი წავიდოდა და მის ადგილას უცბად ხვიჩა ითამაშებდა. ის კარგა ხანს იმყოფებოდა ჩვენთან იჯარით და მასში 100%-ით ვიყავით დარწმუნებული. ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, დიდი ზიანი მიაყენეს "ლოკომოტივს" - სპორტულიც და ფინანსურიც. ჩვენ დავკარგეთ ფეხბურთელი, რომელიც ძვირად ღირებული არ იყო და
ალექსეის წასვლის შემთხვევაში, უპრობლემოდ ჩაერთვებოდა ჩვენს თამაშში. შემდეგ კი გაცილებით აიმაღლებდა სატრანსფერო ღირებულებას.
ზაფხულში სასწრაფოდ, ერთი თვის განმავლობაში მრავალი საკითხი იყო გადასაწყვეტი, მათ შორის, გუნდის დაკომპლექტებისა. მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის სეზონი იყო. ამ შემთხვევაში მეშერიაკოვსა და კიკნაძეს კითხვა უნდა დავუსვათ: "გვინდოდა კი ჩვენ, რომ "ლოკომოტივს" ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე უკეთ ეასპარეზა, ვიდრე გასულ წელს? " მე მგონია - არა.
ზაფხულში სასწრაფოდ, ერთი თვის განმავლობაში მრავალი საკითხი იყო გადასაწყვეტი, მათ შორის, გუნდის დაკომპლექტებისა. მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის სეზონი იყო. ამ შემთხვევაში მეშერიაკოვსა და კიკნაძეს კითხვა უნდა დავუსვათ: "გვინდოდა კი ჩვენ, რომ "ლოკომოტივს" ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე უკეთ ეასპარეზა, ვიდრე გასულ წელს? " მე მგონია - არა.
თუ კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ რაღაც ამოცანები ვერ შევასრულე, ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, კაცურად ყველანი ერთად წავსულიყავით - გენერალური დირექტორიც, მთელი შემადგენლობით დირექტორთა საბჭო და მწვრთნელიც. ხომ მათ დამნიშნეს და დამამტკიცეს, გამიგრძელეს კონტრაქტი, ე.ი. პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ.
დიდი მადლობა მეშერიაკოვსა და კიკნაძეს, მათ ჩემში მხეცი გააღვიძეს! ყველაფერი გააკეთეს, რათა უფრო მაღალი ადგილი არ დაგვეკავებინა, რათა გუნდი უფრო ძლიერი არ გამხდარიყო. მათი მოღვაწეობა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია გახდა.
საქმე იმაში როდია, რომ კონტრაქტი არ გამიგრძელეს. საქმე იმაშია, ვინ რჩება. სიომინს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს, კიკნაძე კი მუშაობას აგრძელებს. მათ არ შეიძლება "ლოკომოტივში" იმუშაონ! ამ კლუბს აქვს ტრადიციები, რომლებსაც არაფერი საერთო არ გააჩნია ინტრიგებთან. თქვენი დატოვება სიომინის გაშვებაზე უფრო დამღუპველია.
მჯერა თუ არა, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელად დავბრუნდები? რატომაც არა? რა თქმა უნდა, მჯერა!"
კვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს
სიომინი ქართველმა მოხსნა, ნიკოლიჩი ქართველმა მიიყვანა
იური სიომინს გარუსებული ქართველი უთხრის ძირს
იური სიომინი: კვარაცხელია "ლოკომოტივის" წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა
აი, რატომ გამოეტირა სიომინი კვარაცხელიას - მწვრთნელმა ხვიჩას გოლზე კომენტარი გააკეთა
იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ქართველები "ლოკომოტივში" მუდამ ვარგობდნენ [VIDEO]