championat: კვირკველიას იდუმალებით მოცული ტრავმა - კიკნაძემ მას წასვლის სანაცვლოდ ფული შესთავაზა

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა მიხაილ გონჩაროვმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივზე" და გუნდში საბა კვირკველიას პერსპექტივასაც შეეხო.

"რევიზია ნიკოლიჩისათვის. რა უნდა გააკეთოს "ლოკომოტივმა" იმისათვის, რათა ტოპ-დონეზე დარჩეს; რომელ ფეხბურთელებს უნდა გაუგრძელოს კონტრაქტი, რომლებს დაემშვიდობოს და რომელი პოზიციების გაძლიერებაა აუცილებელი.

"ლოკომოტივს" კიდევ დიდხანს მოუწევს იური სიომინის უმსგავსო გადაყენებისგან გამოსვლა და ლეგენდარული მწვრთნელის სამარცხვინო ფორმატით დათხოვნისგან გამოწვეული სირცხვილის ჩამორეცხვა (იურიდიულად კონტრაქტი უბრალოდ არ გაუგრძელეს, მაგრამ მოდით, საგნებს თავიანთი სახელები დავარქვათ). როგორც მინიმუმ, ნახევარი წელი კლუბი ნეგატივში იქნება და ამ სიტუაციაში ადვილი გახდება მისი რუსული
ფეხბურთის საშუალო დონის გუნდების ჭაობში ჩახრჩობა.

მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელები, რომელთა გაშვება შეიძლება

საბა კვირკველია, 28 წლის, ცენტრალური მცველი
კონტრაქტის დასასრული: 30.06.2021
სეზონი: 1 მატჩი ჩემპიონატზე, 1 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, 1 მატჩი რუსეთის თასზე

რთული კითხვაა, რომელზეც პასუხის გასაცემად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

ამბობენ, "სპორტ-ექსპრესის" ამასწინანდელ ინტერვიუში სიომინმა სწორედ ქართველ მცველზე ილაპარაკა: "ვაყენებ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგი ეტაპის სამუშაოსთვის ვამზადებ, მასზე სრულად ვამყარებ იმედებს, გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე კი მიდის მასთან და ეუბნება: "მოდი, ასე მოვიქცეთ. შენ მიდიხარ, ჩვენ კი კონტრაქტით დარჩენილი ვადის მიხედვით ნახევარ ხელფასს გაძლევთ". ეს საერთოდ რას ჰგავს? ასე ვმუშაობთ შედეგის მისაღწევად? ფეხბურთელის გვარს არ დავასახელებ, რადგან ჯერ კიდევ გუნდშია და გაზაფხულზე პირველი მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა".

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კვირკველია სიომინს პატივს სცემს და კარანტინისას მის აგარაკზე ვარჯიშობდა.

altკვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს
თავისი მახასიათებლებით კვირკველია ჯერ კიდევ პრემიერლიგის დონის ტოპ-მცველია. მას გასული სეზონის დასასრულსა და ამ სეზონში იდუმალებით მოცული ტრავმის გამო ჩავარდნა ჰქონდა. ასევე, საბამ ცუდად ჩაატარა ზამთრის შეკრება, თუმცა გაზაფხულზე დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია სასარგებლო იყოს. კვირკველია აგრესიული და ძლიერია, შესანიშნავია სტატიკურ ბრძოლებში, მაგრად იბრძვის მეორე სართულზე, ჩორლუკაზე სწრაფია. შეზღუდვებიც აქვს: პოზიციური თამაში, მეტოქის მოძრაობის მიმართულების ცვლილებისას მკვეთრი რეაგირება და ზეწოლისას შეტევის წამოწყება.

გამოადგება კვირკველია "ლოკომოტივს"? ვინც მოტივირებულია და ოპტიმალურ ფორმაშია - აუცილებლად. თუ კონდიციებში ჩადგება, მაშინ პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბისთვის სასურველი ვარიანტი იქნება, ხოლო თუ "რკინიგზელებს" დაცვის გადახალისება და გაახალგაზრდავება სურთ, უნდათ უფრო სწრაფი და თანამედროვე გახადონ, მაშინ კვირკველიას პოზიცია ისე დამაჯერებლად არ მოჩანს, როგორც ჩორლუკასი (ის მას პოზიციურ თამაშში ჯობია და გაცილებით უკეთესი გადაცემები აქვს). თუ მხედველობაში კოლექტივში შექმნილ ატმოსფეროს მივიღებთ (ვთქვათ, საბა აგრესიულადაა განწყობილი ცვლილებების მიმართ), მაშინ მასთან განშორება მთლად მტკივნეულ მოვლენად არ მოჩანს".


alt"როტორი" ქართული გახდებაო და თურმე მთლად ბოგანო ყოფილა

altfootball24: ქართული "როტორი". ნუთუ იქ ჯანო, მელქაძე და კვირკველია იქნებიან?

altსაბა კვირკველია "როსტოვში" არ გადავა

altკიკნაძე მიცვალებულად გამოაცხადეს, კვირკველიასთან ერთად "ლოკოს" კიდევ 7 ფეხბურთელი დატოვებს

altკვირკველია "ლოკომოტივს" დატოვებს? მისით 3 გუნდია დაინტერესებული

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რა მაგარი კაცია სიომინი, ქართველებს მაგარ პატივს სცემს და ვაფასებ მე მასეთ საქციელს
irakli
01:39 03-06-2020
4
2010-11 წელი იყო თუარვცდები, იური პალიჩი შემხვდა მოსკოვში ქუჩაში, გამოვაპარაკე, ქართველი ვართქო და მახარებს თქვენი ასეთი მიდგომა ქართველებისადმითქო.. ასეთი რამ მიპასუხა “ ქართველი ტვინით თამაშობს და არა ფეხითო” ძალიან უყვარს ქართველი ხალხი! წარმატებებს ვუსურვებ სიომინს!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული