ჩაკვეტაძე - კიდევ ერთი წელი "გენტში" და დავიდის პოზიციაზე?

AutoSharing Option
უკანასკნელ ხანს ბევრი ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სხვა გუნდში შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ "რომას" ტრანსფერების ფული არა აქვს, ხოლო "ტრაბზონსპორი" ერთი სეზონით ევროტურნირებიდან მოკვეთეს და ჩვენებური, როგორც მინიმუმ, გაისამდე "გენტში" დარჩება.

voetbalnieuws.be-მ "გენტის" სამომავლო გეგმები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ იეს ტორუპი გარემარბებს ნაკლებად იყენებს, მაგრამ თუ მას უნდა, ტაქტიკური წინსვლა განახორციელოს, თავდასხმაში ფლანგზე დილან მბაიო ან ჩაკვეტაძე უნდა წასწიოს.

გამოცემის მტკიცებით, "გენტი" 20 წლის კანადელ ფორვარდ ჯონათან დავიდს ვერ შეინარჩუნებს და მიუხედავად იმისა, რომ მის განკარგულებაში რომან იარემჩუკი,
გიორგი ქვილითაია და ანდერსონ ნიანგბო არიან, ამ რგოლის გაძლიერებაა საჭირო. სახელდება ნასერ ჩადლის (ანდერლეხტი), კევინ მირალასის (ანტვერპენი) და სხვების კანდიდატურები. თუმცა, ალბათ, დავიდის პოზიციაზე ჩაკვეტაძე ან რომან ბეზუსი ითამაშებენ.

"გენტი" ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით რა ხალხო ჯერ აქ უნდა დაამტკიცოს როგორია.უცებ რო გადაგყავთ ხან რომაში ხან სად აცადეთ ამ ბიჭს განვითარება ლიგის ჯგუფში თუ გავიდნენ მითუმეტეს იქ უნდა იმუშაოს თავჩაღუნულმა.კაცს წელიწად ნახევარია არ უთამაშია ვინ წაიყვანს და გადაიხდის მილიონებს მასში შარშანწინდელი თამაშების გულისთვის.მშვენიერი შანსები ექნება ლიგის შესარჩევში ეხლა უნდა ივარგოს გიომ თუ უნდა რომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს(მემგონი რომ უნდა)
თემური
00:36 20-06-2020
0
ამ ბიჭის აგენტი ფეხებით უნდა დაკიდო
გია
20:40 19-06-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული