უნგრეთის ჩემპიონატში როგორც იქნა გაიმარჯვა ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა".
31-ე ტურში "მეზოკოვეშდმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ფეჰერვარი", გამარჯვების გოლი კი 90+3-ე წუთზე 23 წლის ნახევარმცველმა მიხეილ მესხმა გაიტანა, რომელიც 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
მესხი უკრაინის მოქალაქეა და მადიარულ გუნდში "სტალიდან" გადავიდა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ 41-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა უკრაინელი მცველი ანდრეი ნესტეროვი გააძევა.
"მეზეკოვეშდი" 50 ქულით მესამე ადგილზეა და 24 ივნისს "დებრეცენს" უმასპინძლებს.
მეზეკოვეშდი - ფეჰერვარი 2:1
გოლები: 0:1 ფუტაკსი (29), 1:1 ბეშიროვიჩი (35), 2:1 მესხი (90+3)
გაძევება: ნესტეროვი (41, მეზეკოვეშდი)