მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატში როგორც იქნა გაიმარჯვა ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა".

31-ე ტურში "მეზოკოვეშდმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ფეჰერვარი", გამარჯვების გოლი კი 90+3-ე წუთზე 23 წლის ნახევარმცველმა მიხეილ მესხმა გაიტანა, რომელიც 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

მესხი უკრაინის მოქალაქეა და მადიარულ გუნდში "სტალიდან" გადავიდა.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 41-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა უკრაინელი მცველი ანდრეი ნესტეროვი გააძევა.

"მეზეკოვეშდი" 50 ქულით მესამე ადგილზეა და 24 ივნისს "დებრეცენს" უმასპინძლებს.

მეზეკოვეშდი - ფეჰერვარი 2:1
გოლები: 0:1 ფუტაკსი (29), 1:1 ბეშიროვიჩი (35), 2:1 მესხი (90+3)
გაძევება: ნესტეროვი (41, მეზეკოვეშდი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესხს ფეხბურთელს მიხეილი(მიშა)სახელი ბევრს ააქვს და მაგარია იმ დიდი მიხეილის საპატივცემულოდ არქმევენ ალბათ და ძალიან მისწორდება(მერე რაა რო უკრაინის მოქალაქეა)წარმატებები
L.J.
11:19 21-06-2020
0

სიახლეები პოპულარული