უკრაინის პრემიერლიგის კლუბმა "ლვოვმა" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე იქნება.
მხარეებმა ხელშეკრულებას 1 წლის ვადით მოაწერეს ხელი, თუმცა კონტრაქტის მიხედვით არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.
"ლვოვი" უკრაინის უმაღლესი ლიგის ქვედა ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს იკავებს და "კარპატის" 8 ქულით უსწრებს, თუმცა 4 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. მთავარ გუნდში 1 ფრანგი, 8 ბრაზილიელი და დანარჩენი უკრაინელები არიან.
45 წლის გია ცეცაძე ბოლოს "საბურთალოს" წვრთნიდა. ქართველი სპეციალისტი სათავეში ედგა "სამტრედიას", საქართველოს U-21 და U-19
ნაკრებ გუნდებს, თბილისის "ლოკომოტივსა" და გორის "დილას".
"იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა
დანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!