"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.

გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძალიან მომწონს ეს ბიჭი, მაგრამ რაღა მანდ გადასულა და რაღა ემელესში. გაიგეთ რა რომ ეს თურქეთი არასაფეხბურთო ქვეყანაა, უბრალოდ ჩვენ ჩემპიონატს ჯობია. ეგ ტრამპლინი არაა. ჯობია მოიცადოს ცოტა სადაც არის და აუცილებლად ექნება მოწვევები ევროპიდან. ნაკრებშიც მაგრად თამაშობს და ცოტა მოთმინება უნდა უბრალოდ, ნუ იჩქარებ ოთო
გადასარევი გიორგი
29 ივნისი 2020 01:23
18
რატო წერთ ესეთ სულელურ სტატიებს
რა არველაძემ უთხრა რა ფენერბახჩე
ჰურიეთმა თქვა ესეთი უდონო საიტების ინფოება რო ავრცელებთ სირცხვილია
თქვენს არაპროფესიონალიზმზე მეტყვრლებს
Gio
28 ივნისი 2020 23:19
17
24 თუ 25 წლის ასაკში რომ ავსტრიიდან თურქეთში მიდიხარ ჩათვალე დაამთავრე კარიერა. ოთოს ყველა მონაცემი აქვს რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში ითამაშოს. ცუდი კლუბი არცერთი არაა მაგრამ სიტყვაზე ლალიგაში ან ბუნდესლიგაში უფრო განვითარდება ჩვენი ფეხბურთელი ვიდრე თურქეთში. თან იქიდან თავის დაღწევა იოლი არ გეგონოთ. ევროპაში იმას აძლევენ ფეხბურთელს რაც ეკუთვნის და ამ რუსეთში, თურქეთში, ყაზახეთში ყველამ იცის რომ ბევრად მეტს უხდიან და ქართველს კიდე მეტი რა უნდ :) ფული ჩაიყოლებს ეგრევე. ოთო გონიერი ბიჭიქ ისედაც და იმედს ვიტოვებ ბოლომდე რომ სისულელეს არ ჩაიდენს
დჰდხ
29 ივნისი 2020 00:59
20
თქვენ რომელ გუნდებში გითამაშიათ და რა იყო თქვენი პრიორიტეტი გუნდი თუ ანაზღაურება?
ფგტფ
29 ივნისი 2020 01:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული