"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.

გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
აქ ისეთი კომენტარები იწერებე მართა მიკვრის რო წერთ რო თურქეთში 100 ჯერ მეტს მოითხოვენოო გერმანიაში არ მოითხოვენ ან ნებისმიერ ლიგაში ლეგიონერისგან უფრო მეტს ვიდრე ადგილობრივი ფეხბურთელისგან ?? ანდა თუ წერთ იმას რო თურქეთს ვერ გაქაჩავსოო და იქ ვერ ითამაშებსოო ამ შემთხვევაში თქვენი ლოგიკით მაშინ გერმანიას რომელიც უფრო ძლიერი ლიგაა თურქეთზე იმას როგორღაა "გაქაჩავს" ესეიგი იქ საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდება და ბოლოს რო წერთ ლობჟანიძე და შენგელია არ თამაშობენ და სკამზე სხედან და ხანდახან შეყავთო თუ თურქეთის ჩემპიონატს არ უყურებთ სტატისტიკას მაინც ჩახედეთ და მახავთ რომ შენგელიას 22 თამაში აქვს ჩატარებული თურქეთში და ან ძირითადში იწყებს ან მეორე ტაიმში შედის და მიუხედავად იმისა რომ შემტევია და გოლები ვერ გააქვს ნდობა საკმაოდ დიდი აქვს 1224 წუთი აქვს მოედანზე გატარებული მეტი ნდობა არ ვიცი იგივე ლობჟანიძეც 10 თამაში აქვს ნათამშები და საშუალოდ 60 წუთს ყოველთვის თამშობს და როგორ არიან როტაცის ფეხბურთელები თქვენი ლოგიკით გაუგებარია მართლა.
Giorgi
14:51 29-06-2020
0
ფენერბახჩეში გადასვლა ორი რამის გამოა არასწორი: 1. თურქეთია და არა გერმანიის ბუნდესლიგა, სადაც კიტეიშვილს ასევე შეუძლია გაქაჩოს, იმსახურებს კიდეც ბუნდესლიგას. 2. ფენერბახჩეში, ბეშიქთაშში, გალათასარაიში უცხოელი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მოელიან სუპერ ასპარეზობას. ათჯერ უკეთესს, ვიდრე ადგილობრივებისგან, თუ არადა სკამზე დასვამენ. ისმის კითხვა, კიტეიშვილს აქვს ამდენი რესურსი? არ მგონია კიტეიშვილს ფენერბახჩეს ლიდერობა შეეძლოს. ამიტომ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სავარაუდოდ სკამზე დასვამენ და ლევან შენგელიასავით და საბა ლობჟანიძესავით ხანდახან შემოიყვანენ ხოლმე. აგრე ნახავთ თუ ასე არ იქნება.
ჯერი
12:50 29-06-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული