"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.

გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
გახვრიტეთ ტვინი,მართლა გჯერათ რო არველაძეებს დაეკითხნენ როგო მოვიქცეთო? კაი და რო ეთქვათ არაო,არ იყიდდნენ? ეგრე ვიღაცეების ჭკვაზე ო ყიდულობდნენ ფეხბურთელებს რა კაი იქნებოდა არა? იქა არავყავთ ამომავალი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვატო?
G.l.
28 ივნისი 2020 22:54
14
მირჩევნია ქართველი ფეხბურთელები თამშობდნენ რუსეთში და თურქეთში ვიდრე რუქაზე ევროპაში მარა სამაგიეროდ ისეთ ჩემპიონატებში და გუნდებში რომლებიც ვერც მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვიან და არც ის დონეა საიდან მსული ფეხბურთელიც ნაკრებში პროდუქტიული იქნება მაგ შვეიცარია, შვედეთი, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, დანია, ავსტრია ეს არ არის სანაკრებო დონის ჩემპიონატები ამ ქვეყნების ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელების 90 % ლეგიონერები არიან რუსეთში და თურქეთში ვინც თამაშობენ ქართველები ყველას აქვს სათამაშო დრო და ვინც ამ ქვეყნებში წავიდნენ 100 90% ყველას პრობლემები შეექმნა და და თურქეთის და რუსეთის ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელების 90% შიდა ჩემპიონატში თამაშობენ და უპრობლემოდ გავიდნენ ორივე ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.
Giorgi
28 ივნისი 2020 22:06
3
ჩემი აზრით უნდა წვიდეს შტურმიდან და რაატო პირველი იმიტო რომ შტურმი არ არის ის გუნდი რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს ავსტრიაში და მეორე არც ავსტრის ლიგაა ძლიერი თურქეთის ლიგა ჯობია და თან ოთო უკვე 24 წლისა და 2 წელიც თუ მანდ დარჩაა იმ იმედით რო გერმანიდან იქნება ინტერესი ან იქნება ან არაა და არავინ იცის მომდევნო სეზონი როგორი ექნება.
ძალიან გასახარია ეს ინფორმაცია როგორც კიტეიშვილზე ასევე ნინუზეც ორ წამყვან თურქულ კლუბში რომ გადადიან ქართველები არც ფენერბაჰჩე და არც ბეშიკთაში არ არიან ხელწამოსაკრავი გუნდები წარმატებები მათ მომავალ სეზონში იმედი მაქვს ყველაფერი ასე იქნება მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენგელიას კონია ან ლობჟანიძის ანკარაც დარჩებიან სუპერ ლიგაში სამწუხაროდ ორივე ეს გუნდი გასავარდნ ზონაშია და იმედი მაქვს ორივე თუ არაა ერთი მაინც გადარჩება.
Giorgi
28 ივნისი 2020 21:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული