უკრაინული "ლვოვის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეგიშე მელიქიანმა გია ცეცაძის გამონათქვამს (გუნდს ტაქტიკური განსწავლულობა აკლია) უპასუხა.
"დიახ, მისი ეს კომენტარი წავიკითხე. თუმცა ცეცაძის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ განსხვავებული ადამიანები და სპეციალისტები ვართ.
ასე რომ, ასეთ გამონათქვამზე რეაგირებას არ ვაპირებ, ამას აზრი არ აქვს. არ ვაპირებ, ქართველი კოლეგის დონემდე დავეცე.
ჩემი "ლვოვში" მუშაობის დროს ტაქტიკას დიდი ყურადღება ექცეოდა, ხოლო ცეცაძის გუნდის ტაქტიკური მუშაობის შედეგი რა იქნება, ამას დროს გვიჩვენებს", - განაცხადა მელიქიანმა.
მომზადებულია Football.ua-ს მიხედვით