ექსკლუზივი: საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან საუბარში "ლოკომოტივიდან" წასვლის საკითხს ნათელი მოჰფინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია მოსკოვურ გუნდში რჩება. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

როგორც იცით, ბოლო პერიოდში რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის "რკინიგზელთა" რიგებს დატოვებდა, რაც თავად კვირკველიამ არ დაადასტურა.

"პრესაში ბევრი რამ იწერება. 3 წელია, რაც "ლოკომოტივში" ვარ და ყოველ 3 თვეში ამბობენ, რომ გუნდიდან მივდივარ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდია. გუნდის წევრი ვარ, კონტრაქტი მაქვს, ვვარჯიშობ და "ლოკომოტივში" ვრჩები.

თუ კლუბიდან წასვლაზე იქნება საუბარი, უშუალოდ ხელმძღვანელობა დამელაპარაკებოდა და მეტყოდა და ამას პრესის საშუალებით არ
გავიგებდი.

უბრალოდ, ვიღაც ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია. არიან ისეთი ჟურნალისტები, რომლებსაც საქმე არ აქვს და მსგავს სისულელეებს წერენ", - ამბობს კვირკველია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
Emis ვირტუალურად დამენახე და გატლიკინებ შენ კარგად
გრიგოლ1408
11:04 07-07-2020
3
ისე რაც მაგრები ვართ ქართველებივართ!! აი მაგალითად სხვისი ხელფასების დათვლაში და სხვის ცხოვრებაში და კარიერაში უკითხავად ცხვირის ჩაყოფაში..
გულშემატკივარის აზრი მრავალფეროვანია მაგრამ დასანანია ხან დროს ძალიან ინტრიგნული აზრების დემონსტრირებას როცა ხედავ და გესმის..
ისე მე რიგი მიდგას მასწავლებლების იმდენია რომ რავიცი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ კაცს რამდენი ყავს ეგეთი))
ჩორნა
21:06 06-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული