![](https://sportall.ge/pictures/image5/fc1babc0d4de013aace79c7013e87182.jpg)
ავსტრიული kleinezeitung.at-ის ცნობით, გორის "დილას" მცველი გურამ გიორბელიძე "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს კარიერას.
"ვოლფსბერგერმა" გიორბელიძეს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
გამოცემა მკითხველს აცნობებს, რომ 24 წლის გიორბელიძე მარცხენა მცველია, ადრე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა.
გიორბელიძემ 4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ჩიხურასთან" მოგებულ მატჩში (2:0) მიიღო მონაწილეობა.
"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.