31 წლის თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ, რომლის ყაზახური კლუბი "ირტიში" გაკოტრდა და თავისუფალი აგენტი იყო, თელ-ავივის "ჰაპოელში" გადავიდა.
კუტალიამ "ჰაპოელთან" 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
ვიდრე ყაზახეთში წავიდოდა, ლევანი თბილისის "დინამოში" ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. ის აგრეთვე "მგლების", ბოსნიის "სლავიასა" და "ზრინსკის", "ბაიას", "ზესტაფონის", "შუქურას", "ზუგდიდის", მარტვილის "მერანის", "ოდიშისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.
თელ-ავივის "ჰაპოელი" ისრაელის 13-გზის ჩემპიონია, უკანასკნელ პირველობაზე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.