ზივზივაძის გუნდმა ჯერ ტრანსფერი დაადასტურა - მერე სტატია წაშალა

AutoSharing Option
"მეზოკოვეშდ ჟორის" ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარში" ტრანსფერის შესახებ სტატია გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ტექსტი წაშალა.

აღნიშნულ ინფოში არ იყო მოცემული ინფორმაცია გარიგების დეტალების შესახებ. მხოლოდ ის ეწერა, რომ ორი კლუბი ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდა და ფეხბურთელი უნგრეთის ვერცხლისპრიზიორის რიგებში გააგრძელებდა კარიერას.

"ფეჰერვარს" ჯერ არ დაუდასტურებია ბუდუს მისვლის ამბავი, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგება უკვე შემდგარია და ქართველი ფორვარდის ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.

მომზადებულია nemzetisport.hu-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლოს ბოლნისის სიონში გადავა ალბათ.
მიდი ბუდუ!!!
ავოე
18:40 09-07-2020
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული