ტაბიძის "უფადან" "სპარტაკში" გადასვლა რეალური ხდება

AutoSharing Option
დასტურდება რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ "უფადან" "სპარტაკში" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გადასულ შამილ გაზიზოვს უნდა თან წაიყვანოს მცველი ჯიმი ტაბიძე.

"გაზიზოვს სურს "სპარტაკი" თავისი ყოფილი გუნდის ორი ფეხბურთელით გააძლიეროს. მოსკოვში შეიძლება მცველები იონუც ნედელჩარუ და ჯიმი ტაბიძე გადაბარგდნენ. პირველის სატრანსფერო ფასი 3.2 მილიონი ევროა, მეორესი კი - 2 მილიონი.

ტაბიძეს "უფასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო ნედელჩარუს - გაისამდე", - წერს ჟურნალისტი ვიაჩესლავ კოროტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგრად უმატებს ჯიმი და ნაკრების დაცვის საკვანძო ფიგურად მიმაჩნია. კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კაკაბაძე და დაცვა არცთუ ურიგო გვყავს. ფორმაშიც შევლენ ოქტომბრამდე და იმედიანად ვარ, ოღონდ ტრავმები არიდოს ღმერთმა. კაშია ძალიან ვეღარაა თავის დონეზე. პრინციპში ლაპსუსები მუდმივად ჰქონდა, აბა ამდენი ხანი ჰოლანდიაში თამაშობდა და რომელი ჰოლანდიელი გრანდი დაინტერესდა...არც ერთი. თითქმის ყველა თამაშში(კლუბშიც და ნაკრებშიც) საგოლე შეცდომას უშვებს, მაგრამ აგერ ნახავთ თუ ისევ ძირითადში არ ათამაშებს ვაისი.
emigranti
03:46 12-07-2020
5
გელა ნუგზარაშვილის ტრანსფერზე რატომ არ წერთ?
ა?
11:39 12-07-2020
6

სიახლეები პოპულარული