რუსეთის პრემიერლიგის ყოველი ტურის სიმბოლურ გუნდს სპეციალურად championat-ისთვის სახელმწიფო დუმის ეროვნებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი გაზაევი ადგენს. მან 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა, რომელმაც ცსკა-სთან მატჩში (1:1) პენალტი მოინადირა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
გაზაევმა ქართველის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:
"კვარაცხელია ცსკა-ს წინააღმდეგ "რუბინის" მთავარი ფეხბურთელი იყო. მუდმივად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, ჭკვიანურ გადაცემებს იგონებდა, მეტოქეებს ატყუებდა. სწორედ ხვიჩამ დრიბლინგის საშუალებით გამოიმუშავა პენალტი, რომლითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს."