გავიხსენოთ, როგორ შეაფასა უტკინმა ხვიჩას ტრანსფერი "რუბინში"

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ბევრი შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ცსკა-მ "რუბინთან" გამართულ მატჩში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, იმედია, არ მიწყენთ. როგორ ფიქრობთ, რისთვის იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია?!

სწორედ იმიტომ, რომ მას გუნდისთვის შედეგი მოეტანა; იმიტომ, რომ გაზრდილიყო. აი, შეხედეთ: "ურალის" კარი ვარდნაში გიჟური გოლით დალაშქრა. აქ ცსკა-სთან წაიღო ბურთი და პენალტი მოიპოვა, ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა მოწინააღმდეგე, რომელმაც შემდეგ წააქცია", - თქვა უტკინმა "ეხო მოსკვის" ეთერში.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის
მიმდინარე გათამაშებაში 25 შეხვედრა ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი 12 მატჩი დაიწყო. მოედანზე გატარებულ 1286 წუთში ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კაი ბიჭია ხვიჩა და ნორმალური დასაწყის აქვს. მან შრომან კიდევ უნდა მოუმატოს. ჩვენ ნორმალური არ დაგვაკმაყოფილებს, ხვიჩა ძალიან მაგარი ფეხბურთელი გვინდა დადგეს, მას ამის მონაცემები აქვს. წარმატება ხვიჩას.
G.LA
19:24 14-07-2020
3
რუბინს ძალიან კარგი სპორტული დირექტორი ყოლია 18 წლის ბიჭები ტალანტები კვარცხელია და დავითაშვილი ფაქტიურად უფასოდ აიყვანეს კლუბში 5 წლიანი კონტრაქტები გაუფორმეს და მისცეს სათამაშო დრო ნდობა და ბიჭებმაც გამართეს ეს კლუბის მოლოდინი ბოლომდე და 1-2 წელიწადში რუბინი მილიონებად გაყიდის ორივეს და დიდ ფულს იშოვის ამ ფეხბურთელებისგან ამაზე იყო ზუსტად გაბრაზებული ლოკოს ხელმძღვანელობა რო ამისთანა ტალანტი ცხვირწინ ააცალა რუბინმა ლოკომოტივს.
ზურა
19:07 14-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული