ქოჩორაშვილი: ლა ლიგაში დებიუტზე გაჩერებას არ ვაპირებ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, კვირას, 12 ივლისს, "ლევანტეს" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა და 12 წლის შემდეგ ჩვენი პირველი თანამემამულე გახდა, რომელმაც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.

21 წლის ფეხბურთელმა "ლევანტეს" ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, "ლევანტეს" შემადგენლობაში დებიუტი რომ მქონდა. ლა ლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო, ახლა კი ამაზე გაჩერებას აღარ ვაპირებ.

18 წლის ასაკში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, შემდეგ კი 2 წელი "ჟირონაში" გამოვდიოდი. მაშინ მივიღე "ლევანტესაგან" შემოთავაზება. დავინახე, რომ ძალიან კარგი გუნდი
იყო და აქ როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს, ზრდის შანსი მექნებოდა. საოცარ ხალხთან ერთად მიწევს ყოფნა.

მოედანზე კი ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელიც თამაშში ყველაფერს დებს. ძალიან მიყვარს ბურთთან ერთად ყოფნა, ბევრი მოძრაობა და გუნდისთვის, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში დახმარება", - თქვა გიორგიმ.

ინტერვიუს დანარჩენ ნაწილში კი იმას ამბობს, რაზეც უკვე გვეწერა და ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.



მკითხველის კომენტარები / 10 /
Oh, habla español con fluidez! ჰაბლა და მერე რავა კარგად ჰაბლა!
Hola
15 ივლისი 2020 17:56
0
me alegro por ti chavalote, sigue asi
Megreli
15 ივლისი 2020 17:46
0
მუ მოკონია, მუს იჩიებ?
კლიმენტი
16 ივლისი 2020 00:24
0
კარგი ცენტრალური ნახევარმცველი გვეზრდება და წარმატებები გიო!. ასევე მინდა ვთქვა, რომ კარგი ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი, მარადაშვილი, გამოჩნდა ცსკა-ში. ეს მარადაშვილი არაა დასაკარგი და ვისაც ევალება ეს საქმე დროზე უნდა იმოქმედონ! რუსული გრანდის ძირითადში 20 წლის ბიჭს ტყუილა არავინ არ გათამაშებს რომ პოტენციალი არ გქონდეს!
gabo
15 ივლისი 2020 15:28
0
ყოჩაღ ესპანურად რა მაგრად ლაპარაკობს , ეს მართლა წარმატებისთვის ძალიან საჭიროა . მაგარია ძალიან
ლაშა
15 ივლისი 2020 15:14
1
დისლაიქი შემთხვევით დამეჭირა
ბოდიში
15 ივლისი 2020 18:06
0
კარგად რომ ალაპარაკდება, ესპანელები ვეღარც მიხვდებიან ესპანელი რომ არ არის.
papa
15 ივლისი 2020 17:39
0
ყველა გამოხმაურება
კარგი ცენტრალური ნახევარმცველი გვეზრდება და წარმატებები გიო!. ასევე მინდა ვთქვა, რომ კარგი ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი, მარადაშვილი, გამოჩნდა ცსკა-ში. ეს მარადაშვილი არაა დასაკარგი და ვისაც ევალება ეს საქმე დროზე უნდა იმოქმედონ! რუსული გრანდის ძირითადში 20 წლის ბიჭს ტყუილა არავინ არ გათამაშებს რომ პოტენციალი არ გქონდეს!
gabo
15 ივლისი 2020 15:10
2
ძალიან გამიხარდა, რომ ესპანურად ესე გამართულად იძლევა ინტერვიუს. კარგის ნიშანია, წარმატებები.
Felisio
15 ივლისი 2020 15:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული