ხვიჩას სპექტაკლი - სლუცკი და ყაზანური პუბლიკა აღფრთოვანებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვს" დაუზავდა - 0:0.

ყაზანურმა გუნდმა წინა ტურში მოახერხა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება და ამჯერად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშა.

"რუბინი" უპირატესობას ფლობდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვარაცხელია შეუჩერებელი იყო, ატყუებდა მცველებს, დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავდა პარტნიორები, თვითონაც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარემ არ დაანება. ბოლოს, როდესაც ბურთს მიიღებდა, გულშემატკივრები ოვაციებს უმართავდნენ.

"მარცხენა ფლანგზე კვლავ ბრწყინავდა ხვიჩა. ქართველის ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ იგნატიევმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

მეორე ტაიმში კვარაცხელია
მეურვეებს გაურბოდა, გაორმაგებული ენერგიით ატყუებდა და მაყურებლებისთვის ნამდვილი წარმოდგენა მოაწყო. მატჩის დასასრულს სამი მოწინააღმდეგე მოატყუა, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარე პესიაკოვმა არ გაატანინა გოლი, რომელიც შესაძლოა, ტურში საუკეთესო გამხდარიყო", - წერს "რუბინის" საიტი.

Sportall.Ge

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კითხვა დაუსვა, რომელზეც მან ამომწურავი პასუხი გასცა.

- დღეს კვარაცხელიამ მრავალი მომენტი შექმნა. რატომ ვერ გაიტანა?
- 2001 წელს დაბადებული მოთამაშე რომ თავად იღებდეს ბურთს, თავად ატყუებდეს, თავად გაჰქონდეს, თავად აკეთებდეს ყველაფერს... რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელი გვინდა გუნდში გვყავდეს და მას არსებითად შეუძლია ასეთი იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. დღეს გამოირჩეოდა და შესანიშნავად ჩაატარა აბსოლუტურად ყველა შეხვედრა. შემდეგი ნაბიჯი - ვეცდებით, ამას სტატისტიკაც დაემატოს.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავითაშვილი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინი" 22 ივლისს, უკანასკნელ ტურში "სპარტაკს" მასპინძლობს.

altუტკინი: კვარაცხელია "რუბინმა" სწორედ ამიტომ იყიდა

altხვიჩა კვარაცხელია თვით გაზაევმა აღიარა და ტურის სიმბოლურში შეიყვანა

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

alt"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

altკვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

altხვიჩა - 19 წლის ბიჭი ბურთს ქართულად აგორებს და გულშემატკივრები ეთაყვანებიან

altკვარაცხელიამ გამარჯვების მომტანი ჩინებული საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეს ბიჭია მოვლენაა, ძაან მაგარს თამაშობს და დარწმუნებული ვარ რომ ძაან დიდი ფეხბურთს ითამაშებს... რა მოძრაობები აქვს, რა დრიბლინგი, რა ტექნიკური არსენალი. 19 ბიჭიო რომ გუნდის ლიდერი იქნება, ბევრი არის ამით ნათქვამი. ხასიათიც როგორი ჟილიკიანი აქვს, სტადიონზე არის ნაგლი. რავი რაა, მე პირადად ძაან მეიმედებაა.
ატლანტამ მხრები გაშალა
23:34 16-07-2020
0
ჯობია ერთი სეზონი დარჩეს რადგან ამ გუნდში აშკრად წაუვიდა სეზონი ძირითადის ფეხბურთელია მწვრთნელი ენდობა უმატებეს და რუსეთს პრემიერ ლიგა ძლიერი ლიგაა და თან ტალანტია და სჭირდება სათამაშო დრო და თუ ასე გაგრძელებს აუცილებლად იქნება დაინტერესება გრანდებიდან ახლა წავიდე ზაფხულში და მოხვდეს ისეთ გუნდში სადაც მწვრთნელს სულ სხვა საფეხბურთო ფილოსოფია ექნება და დასვას სკამზე ან ათამაშოს 20 - 30 წუთი ეგ პირიქით რეგრესისკენ წაიყვანს ტალანტს და როცა ასეთ ძლიერ ლიგაში უკვე გუნდის ლიდერი ხარ თამაში მიგდის გოლები გაგაქვს ჯობია რო ბოლომდე გამოიყენო ის ნდობა და დრო რაც გაქვს და მერე წახვიდე კარგ გუნდში კარგი პირობებით ავტორიტეტული და ცნობილი ფეხბურთელი და უფრო დაგაფასებენ კიდეც როცა კარგად ეცოდინებათ შენზე და შენს თამაშზე.
Giorgi
03:10 17-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული