ხვიჩას სპექტაკლი - სლუცკი და ყაზანური პუბლიკა აღფრთოვანებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვს" დაუზავდა - 0:0.

ყაზანურმა გუნდმა წინა ტურში მოახერხა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება და ამჯერად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშა.

"რუბინი" უპირატესობას ფლობდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვარაცხელია შეუჩერებელი იყო, ატყუებდა მცველებს, დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავდა პარტნიორები, თვითონაც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარემ არ დაანება. ბოლოს, როდესაც ბურთს მიიღებდა, გულშემატკივრები ოვაციებს უმართავდნენ.

"მარცხენა ფლანგზე კვლავ ბრწყინავდა ხვიჩა. ქართველის ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ იგნატიევმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

მეორე ტაიმში კვარაცხელია
მეურვეებს გაურბოდა, გაორმაგებული ენერგიით ატყუებდა და მაყურებლებისთვის ნამდვილი წარმოდგენა მოაწყო. მატჩის დასასრულს სამი მოწინააღმდეგე მოატყუა, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარე პესიაკოვმა არ გაატანინა გოლი, რომელიც შესაძლოა, ტურში საუკეთესო გამხდარიყო", - წერს "რუბინის" საიტი.

Sportall.Ge

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კითხვა დაუსვა, რომელზეც მან ამომწურავი პასუხი გასცა.

- დღეს კვარაცხელიამ მრავალი მომენტი შექმნა. რატომ ვერ გაიტანა?
- 2001 წელს დაბადებული მოთამაშე რომ თავად იღებდეს ბურთს, თავად ატყუებდეს, თავად გაჰქონდეს, თავად აკეთებდეს ყველაფერს... რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელი გვინდა გუნდში გვყავდეს და მას არსებითად შეუძლია ასეთი იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. დღეს გამოირჩეოდა და შესანიშნავად ჩაატარა აბსოლუტურად ყველა შეხვედრა. შემდეგი ნაბიჯი - ვეცდებით, ამას სტატისტიკაც დაემატოს.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავითაშვილი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინი" 22 ივლისს, უკანასკნელ ტურში "სპარტაკს" მასპინძლობს.

altუტკინი: კვარაცხელია "რუბინმა" სწორედ ამიტომ იყიდა

altხვიჩა კვარაცხელია თვით გაზაევმა აღიარა და ტურის სიმბოლურში შეიყვანა

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

alt"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

altკვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

altხვიჩა - 19 წლის ბიჭი ბურთს ქართულად აგორებს და გულშემატკივრები ეთაყვანებიან

altკვარაცხელიამ გამარჯვების მომტანი ჩინებული საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 43 /
ხვიჩა? ახალი კომეტა მომაკვდავ გალაქტიკაში...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 ივლისი 2020 05:13
1
დაანებეთ თავი ამ სიტყვის ( მოღალატე) ასე უპრაგონოდ ძახილს. ბევრს ალბათ არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა! ბოლოსდაბოლოს ხვიჩა რუსი მწვრთნელის აღმოჩენილია სიომინის, ტყუილად ნუ აქებთ სლუცკის, მის დამსახურება ხვიჩას ტალანტის გამოვლენაზე არის 0. რომ არა სიომინი , რუსთავში რა წარმატებას მიაღწევდა ძნელი მისახვედრი არაა
დავით67
17 ივლისი 2020 15:02
5
ლაიქი დაგიწერე თუმცა ის რომ სლუცკის 0 აქვს ამაგი ხვიჩაზე, არასწორია. შეიძლება ტალანტი იყოს მაგრამ მწვრთნელზეა დამოკიდებული როგორ წარმოაჩენს ტალანტს. რაც სლუცკი მოვიდა ფაქტია,რომ უკეთ ათამაშდა,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელთან ურთიერთობას და ნდობას.ვისაც უთამაშია,ძალიან კარგად იცის ეს რას ნიშნავს.ისიც ფაქტია,რომ წინა მწვრთნელი ამის ნახევარ დროსაც არ უთმობდა ხვიჩას,სათადარიგო სკამზე იჯდა თითქმის ყოველთვის.სლუცკის უყვარს ახალგაზრდების დაწინაურება.დარწმუნებული ვარ ზურიკოც შევა ძველებურ ფორმაში და ორივე ერთად უკვე ძალიან დიდი ძალაა გუნდისთვის
მწვრთნელი
17 ივლისი 2020 16:23
0
ჩემს კომენტარებს ბლოკავთ.და ამათ კიდე... თქვენ მე მგონი მეგრულ სეპარატიზმს აღვივებთ.
cheroeli
17 ივლისი 2020 14:36
6
რას ნიშნავს მეგრული სეპარატიზმი აბა ახსენი? ბევრს მეგრელები რომ არ გევასებათ ეგ ისედაც ვიცით. ჯერ კიდევ ზვიადიდან მოყოლებული! სომხები რომ გირჩევნიათ ეგეც ვიცით. მახსოვს აფხაზეთიდან დევნილებს როგორ ამაზრზენად წაგვართვეს თბილისიო!
დავითი
17 ივლისი 2020 15:52
14
თორნიკე მოღალატეა, ხვიჩა გმირი))) გაუმარჯოს ორივეს!
შოთა
17 ივლისი 2020 12:52
5
შოთა, ორი სტანდარტით თამაშს დაანებე თავი. ხვიჩაც რუსულ გუნდში, რუსეთში თამაშობს ისე, რომ ხვიჩაც მოღალატე გამოდის, არა შოთი შენი აზრით? მე პირადად არცერთს არ ვთვლი მოღალატედ და არც ვაკადრებ ორივეს ამ იარლიყს, ორივე გვასახელებენ და ვუსურვებ წარმატებებს.
შოთას
17 ივლისი 2020 14:31
1
აქ იმდღეს ვიღაც ჩამონათვალს აკეთებდა-ის „გააფუჭენ“,ეს „გააფუჭენ“...ამას რატო არ „აფუჭებენ“?არავინ არავის არ აფუჭებს გაიგეთ ერთხელ და სულ მოჩვენებები და შეთქმულებები ნუ გელანდებათ...იმის აღიარება არ გინდათ,რომ ვერ გაქაჩა და დგეხართ და მოლანდებების საფუძველზე ასკვნით-„გააფუჭენ“,„გააფუჭენ„...
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
17 ივლისი 2020 12:23
2
გაეშვა რა ამ შობელძაღლს და ეს გოლი მსოფლიოს ყველა სპორტულ მედიას მოივლიდა.მთავარია ქართულად თავში არ აუარდეს,როგორც ქინქლაძეს.სიმართლე რომ გითხრათ მეშინია რომ ვაქო.
იმედია გაგვახარებს
17 ივლისი 2020 11:41
0
Ქინქლაძეს დაანებე თავი!!! Რა აუვარდა თავში, ერთი შესაბამისი ფაქტი ან მაგალითი მოიყვანე... Კაცი მე-3 ლიგაში ჩაყვა სიტის, რამდენი ვარსკვლავი გახსოვს იგივე პრეცედენტით?!(, კაცი გოლს რომ გაიტანდა თავდახრილი მოდიოდა ცენტრისკენ, დააკვირდი ჰაილაითებს მადლობა ღმერთს არის შესაბამისი მასალა ინფერნეტში, აბა ცოცხლად სტადიონზე მისი თამაშები შენ ნანახი არ გექნება, თორემ ეგ არ დაგცდებოდა ენაზე.. Სამწუხაროა ასეთ გაუაზრებელ შინაარსის კომენტარებს რომ აკეთებენ ზოგადად, ისე შეიძლება მოსცხონ ჩირქი ან შეიურაცხყონ ადამიანი. Რომ არაფრად მიაჩნიად მისი პიროვნება და დამსახურება..
გურია
17 ივლისი 2020 20:16
1
აოტნა და იავარჰყო მოწინააღმდეგის დაცვა, როგორც ძველი ქართველები იტყოდნენ:)
მაგარია, ძალიან მაგარი! ერთი ეგ არის, რო ხშირად ახლო მანძილიდან დარტყმისას აქცენტს დარტყმის ძალაზე აკეთებს და არა სიზუსტეზე. ამ ეპიზოდში შეეძლო ბურთი შორეულ კუთხეში შეეცურებინა, ნაცვლად იმისა რო მთელი ძალით ალალბედზე ამოეცხო ფეხი. დარტყმის ტექნიკის დახვეწაზე თუ იმუშავებს, ძალიან კარგი იქნება.
giglia
17 ივლისი 2020 11:34
0
და კიდევ - "...ივარჰყო, მოსრა და წარსტყუნა ყოველნი მცველნი, გარნა თვინიერ მეკარისა.."
მემატიანი
17 ივლისი 2020 15:38
1
აუ ეს რომ შეეგდო რა მაგარი გოლი გამოვიდოდა... მაგარი ბიჭია, თან ეტყობა წინა თამაშები რომ წაუვიდა, იგრძნო რა შეუძლია და გათამამდა. წარმატებები...
Felisio
17 ივლისი 2020 11:18
0
yochag xvicha ase ganagrdze warmatebebi. es da chakvetadze flangebze aikleben beloruss.
gulshematkivari
17 ივლისი 2020 11:13
0
საოცარი თვითნაბადი ტექნიქა ამ საამაყო ქართველს.პირველი და მეორე მოძრაობა რაც 5 ნომერს გაუკეთა ოყო საოცარი,ძალიან იშვითად შეგხვდება მსოფლიო ფეხბურთში ესე მოტყუებული მოწინააღმდეგე.
რუსეთისნაირ ჩემპიონატში სადაც აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება და სივრცეები მაქსიმალურად იზღუდება უხეშობასთან ერთად, ესეთი მოძრაობები რომ გამოსდის ბევრის მთქმელია.
ქართული საფეხბურთო ნიჭის და ტექნიქის ზეიმი ხარ ხვიჩა.
იკა
17 ივლისი 2020 10:35
0
მართალი ხარ. მეც მასე ვფიქრობ.
100%
17 ივლისი 2020 22:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული