"გენტმა" "ლანსთან" ქართველების გარეშე ითამაშა და დღეს "ლიონს" ხვდება

AutoSharing Option
"გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, მეორე საკონტროლო მატჩში "ლანსს" დაუზავდა 1:1.

18 ივლისს, პირველ სპარინგში "გენტმა" "ბრიუგეს" სძლია - ჩაკვეტაძეს არ უთამაშია, ხოლო ქვილითაია შეცვაზე შევიდა.

21 ივლისს, იეს ტორუპის გუნდი საფრანგეთში ჩავიდა და "ლანსს" შეხვდა - დანიელმა სპეციალისტმა ძირითადად ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჩვენებურები მოედანზე არ შეუშვია.

ბელგიური გუნდი კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: დღეს, 22 ივლისს "ლიონს" დაუპირისპირდება, 28 ივლისს "მეცს", ხოლო 1-ელ აგვისტოს - "ზულტე-ვარეგემს".

7 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში კი
"გენტი" სტუმრად ანტვერპენს" შეხვდება.

"გენტი" ბელგიის ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მესამე საკვლიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს სკამს ახეხინებენ:(( და მერე ვარიგებთ სპორტსმენებს რუსეთში არ წახვიდეო:(( ხვიჩას ამხელა პროგრესი რო არა ბელარუსთან იმედი გადამეწურებოდა :(( გვილიაც კარგ ფორმაშია და იმედია მანამდე რამე შიცვლება უკეთესობისკენ:)
bokinio
09:34 22-07-2020
0
სად ხართ ეხლა, დავაი დაიწყეთ: „გააფუჭენ“... „გაფუჭენ“...ესენიც ხო რისეთში არ თამაშობენ? ვერ ქაჩავენ და რუსეთი რა შუაშია?ესეც თქვენი ევროპა.
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
12:06 22-07-2020
0

სიახლეები პოპულარული