ცეცაძის "ლვოვში" საკადრო წმენდა დაიწყო - ვიხილავთ ქართველებს?!

AutoSharing Option
როგორც sport.24tv.ua იტყობინება, საფეხბურთო კლუბ "ლვოვში" სააკდრო წმენდა დაიწყო და გუნდი ერთბაშად 5-მა ფეხბურთელმა დატოვა.

"ლვოვიდან" წავიდნენ ანტონ ბრატკოვი, სერგეი ლიულკა, იგორ გონჩარი და ვლადისლავ პრიიმაკი. თითოეული მათგანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ.

საზოგადოებას "ლვოვის" დატოვების შესახებ კლუბის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟონათან ლიმამ Instagram-ის საშუალებით ამცნო. ბრაზილიელი გუნდში 2 წლის განმავლობაში თამაშობდა.

მოგეხსენებათ, "ლვოვის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე გახლავთ, რომელმაც უკრაინულ კლუბთა 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი. იქნებ, ახალი სეზონის წინ ქართველმა სპეციალისტმა გუნდში ქართველი ფეხბურთელებიც წაიყვანოს, რატომაც არა?!


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიანაც კარგი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ შედეგსაც დადებს.
ტიპი
20:54 22-07-2020
6
იქ იტყვის ყველა ქართველი მწვრთნელის ,,კარონნი" ფრაზას: ლეგიონერი 2 თავით უნდა სჯობდეს ადგილობრივსო, გაკვირვებულები შეხედავენ ეს ხომ არ უბერავს რა უაზრობებს იძახისო და საკადრო წმენდას მაგით დაიწყებენ...
zura
18:15 22-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული