"ტრაბზონსპორს" მწვრთნელად შოთა არველაძე სურს, თუმცა..

AutoSharing Option
ლევან შენგელიამ 10-წუთიანი ბენეფისით "ტრაბზონსპორი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დატოვა და თურქები ახალ დამრიგებელს ეძებენ და ერთერთ მთავარ კანდიდატად შოთა არველაძე ჰყავდათ.

თუმცა, როგორც თურქული გამოცემები წერენ, კლუბის დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ შოთამ ტაშკენტის "ფახთაქორი" დატოვოს და ტრაბზონში გადაბარგდეს, რადგან თავად სპეციალისტს არ სურს უზბეკეთში დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება.

"ტრაბზონსპორი" კი, რომელიც თურქეთის სუპერლიგის მეორე ადგილისათვის იბრძვის, ბოლო ტურში სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებდა, მაგრამ კლუბი უეფას გადაწყვეტილებით ევროტურნირებიდან 1 წლით მოკვეთეს.
მიზეზი ფინანსური ფეირ პლეის წესების დარღვევა გახლავთ.

შავიზღვისპირელებს არველაძის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ, მათ შორის დონეცკის "შახტარის" ექსდამრიგებელი მირჩა ლუჩესკუ, რომელსაც სამსახურს კიევის "დინამოც" სთავაზობს.

altლევან შენგელიას გოლი - 2:3, მოპოვებული პენალტი - 3:3, საგოლე გადაცემა - 3:4 და "ქონიასპორი" სუპერლიგაში დარჩა [VIDEO]

altზლატანი, ქინქლაძე, არტეტა - შოთა არველაძემ საუკეთესო 11-ეული დაასახელა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ბანი აქ ტრაბზობნს და ვერ ითამაშებს ევროტასებზე. მაგ ამბის გაგების მერე დაიწყეს წაგებები, მორალურად ცუდად იმოქმედა ძალიან გუნდზე.
GATUZO
16:41 23-07-2020
0
მაურინიო თუ ანჩელოტი??? არა არველაძე!!!!!! ?????
grisho
21:39 23-07-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული