სლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია

AutoSharing Option
შესაძლოა, კარგი თამაშის შემდეგ გვიყვარს ხოლმე ფეხბურთელებისადმი დითირამბების მიძღვნა, უფრო ახალგაზრდებისადმი ავანსად და ხანდახან ამის გამო გვსაყვედურობენ კიდეც, მაგრამ როგორ არ უნდა აღნიშნო ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებული ბურთაობა?!.

მით უმეტეს, როდესაც 19 წლის ქართველი შემტევით ყველა აღფრთოვანებულია და ზედიზედ მესამე მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს.

კვარაცხელიამ მართლაც კარგად ითამაშა "სპარტაკთან", მოედანზე დაჰქროდა, ფლანგებს იცვლიდა, მეურვეებს ატყუებდა, სისწრაფითაც სჯაბნიდა და პარტნიორებს გადაცემებსაც არ უგვიანებდა. მოკლედ, თვალსა და გულს ახარებდა.

"ხვიჩამ მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა. კარში ურტყამს ბურთს, მარცხენა და მარჯვენა ფრთიდან გაურბის ოპონენტებს. პირველი
ტაიმის დასასრულს კი აირტონს ატყუებს და მას ისღა დარჩენია, წესების დარღვევით შეაჩეროს", - წერს "რუბინის" საიტი.

მან ერთი პენალტი მოინადირა და 90-ე წუთზეც შეეძლო მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ ამ შეხვედრაში მეოთხედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეტყობა, აღარ ჩათვალა საჭიროდ. არადა, მეკარე მაკსიმენკომ საჯარიმოში წააქცია. პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის აღნიშნულ ეპიზოდზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს და პასუხიც მიიღეს.

- როგორ შეაფასებდით ბოლო წუთებზე არდანიშნული პენალტის ეპიზოდს? ჩვენ ისე დავინახეთ, რომ მაკსიმენკოზე ფოლი იყო.
- მეც ასე დავინახე.

სლუცკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების ამოცანა შეასრულეს, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას არის მიჩვეული, გუნდს 4 დღით დაასვენებს და ორშაბათიდან ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან.

გულშემატკივრები კი შიშობენ, რომ ხვიჩას პრემიერლიგის უფრო მდიდარი კლუბი შეიძენს და მათ საიტზე ჩემპიონ "ზენიტის" ფანების კომენტარები გაკეთდა - ისინი წერენ, რომ 36 წლის იური ჟირკოვი გუნდს ტოვებს და მარცხენა ფლანგზე სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებათ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
Kaci romelic moskpvis Spartans,cskas da krasnodars amxela problemas sheuqmni,warmomidgenia belarusis,somxetis da estonetis mcvelebs ras damartebs,,,
Gabo
09:30 23-07-2020
2
ე ბიჭო ამ თამაშის ჩანაწერი ხო გაქვთ? თუ არ გაქვთ და მოპოვებას რა უნდა? ატვირთეთ რა ერთი წესიერი ვიდეო სადაც იქნება ამ ბიჭის ყველა მომენტი არა მარტო სუპერ დრიბლინგები და ასე შემდეგ არამედ ყველა გაცუდებულიც და შესრულებულიც, დავიჯერო ვერ უნდა მიხვდეთ ამ კომენტარის შემდეგ რა უნდა გააკეთოოთ?
სიმართლე
10:16 23-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული