კვარაცხელია "სპარტაკში"? - ტრანსფერზე ჯიქია "მუშაობს"

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა "სპარტაკთან" ნამატჩევს "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ დედაქალაქური გუნდის კაპიტან გიორგი ჯიქიას მასთან საუბარი ჰქონდა.

"თუ ჩემპიონატის განახლების შემდგომ მონაკვეთს ავიღებთ,  მაშინ პირადად ჩემთვის ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩაა. არაორდინალური, თამამი, გაბედული, თანამედროვე. ჩემთვის ის 100%-ით საზაფხულო პერიოდის MVP-ა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ინსაიდერი არ ვარ, მაგრამ საკმაოდ საიმედო წყარო ამბობს, რომ გუშინ ჯიქია ხვიჩას "სპარტაკში გადასვლაზე "ამუშავებდა". მან, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობასთან გაუშვა, მაგრამ თითქოს თავად წინააღმდეგი არაა. კარგი ტრანსფერი იქნებოდა",
- წერს გენიჩი თავის "ტვიტერზე".

სხვათა შორის, მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტმა აღნიშნა, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

"სპარტაკის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა განაცხადა, რომ ტრანსფერებზე მუშაობენ, მაგრამ იმისათვის, რათა ფეხბურთელების ფასები მათმა კლუბებმა არ გაუზარდონ, ამ მოთამაშეების ვინაობას არ გაამხელს.

altკვარაცხელია: საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა და მომატება

altსლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია

altხვიჩას "სპარტაკი" ვერ აჩერებდა - ერთი პენალტი მოიპოვა, მეორე კი მსაჯმა კუკუიანმა არ დაუნიშნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მეგრულად ბაზრობენ ბიჭები )))
ბაჩი
25 ივლისი 2020 14:00
0
ra tkma unda rubinchi unda darches, satamacho praktikas da gamocdilebas miigebs, jikiam kidev daanebos tavi, gamomivida magic kartveli, xvicha nichieri bichia, rusi jikias mosatkuebeli sadaa kvaracxelia da chakvetaze kartuli pegburtis momavalia.
KUTAISELI
24 ივლისი 2020 15:43
1
ეს ის "რუსი" ჯიქიაა? მიდი შენ თავს მიხედე
ალეკო
24 ივლისი 2020 14:03
1
ოღონდ სპარტაკი არა და იყოს ნიჭნი ნოვგოროდის ვოლგა))) ეს ხუმრობით რათქმაუნდა, ჯერ რუბინში და მერე ევროპაში!
dzeke
24 ივლისი 2020 11:27
0
დაგვერხა...
შეტევა
24 ივლისი 2020 08:29
2
ხვიჩა, არსად არ წახვიდე ერთი პუნქტის გარეშე. კონტრაქტში ჩაიწეროს, რომ ძირითადში ითამაშებ, სულ. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ მე შენში რონალდოს და მესის ნაზავს ვხედავ.
100%
24 ივლისი 2020 07:52
1
Რუსეთის პრემიერ ლიგაში არანაირად არ უნდა გადავიდეს, უნდა დარჩეს სადაც არის ორი წელი და პირდაპირ ევროპაში წავიდეს. Სპარტაკში იმხელა ხელფასებია, რომ სრულიად შესაძლებელია მალევე გაფუჭდეს ასეთ პატარა ასაკში, ამის მაგალითი ჯანო ანანიძე არის.
ფეხბურთი
24 ივლისი 2020 02:44
3
ჩემი აზრით ეხლა როგორც იტყვიან თამაში წაუვიდა,გუნდის ლიდერია 19 წლის ბიჭი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიცვალოს გუნდი.მწვრთნელიც კარგი ყავს,ევროპაში ნამუშევარი და სხვათაშორის მისი მოსვლის შემდეგ ათამაშდა.სპარტაკში მაგას ამდენ სათამაშო დროს არავინ არ მისცემს და ნელნელა ფორმიდანაც ამოვარდება.თან ტედესკო არ არის ისეთი დონის სპეციალისტი.1 წელიც დარჩეს და შემდეგ უკვე მოვა ევროპიდან მოწვევები(თუ არ მოუკლებს მუშაობას თავის თავზე რა თქმა უნდა)მოკლედ წარმატებები ხვიჩას.თან ბავშობის მეგობარჯც იქ ყავს,ზურიკო მყავს მხედველობაში,ისიც არანაკლებ ნიჭიერია და ყველანაირი პირობები გაქვთ ბიჭებო რომ აიმაღლოთ კლასი და ნაკრებს გამოადგეთ.
კახა ქ.
24 ივლისი 2020 01:30
2
სპარტაკში არ უნდა გადავიდეს და მე თუ მკითხავთ არც ერთ რუსულ კლუბში არ უდა წავიდეს, თუ წასვლაა ევროპაში უნდა წავიდეს, ცხადი კიდევ ერთი სეზონი რუბინში უნდა დარჩეს, სლუცკი მასზე იმედებს ამყარებს და მუდამ ძირითადშია, მომავალ წელს თუ ასე გააგრძელა გერმანიაშიის ან ჰოლანდიის კლუბები მიიწვევენ უეჭველად

ase jibia
23 ივლისი 2020 21:15
2
ჯერ-ჯერობით უნდა დარჩეს რუბინში, ლიდერია გუნდის ,რწმენა ძალების მოვა და უფრო ლაღად ითამაშებს. ზენიტში ან სპარტაკში შებოჭილი იქნება , იქ მეტია ავტორიტეტული ფეხბურთელები და არ ექნება თავისუფლება. ძაან მოუმატა, მომავალ სეზონზე მისი გამჩერებელი გუნდი არ იქნება რუსეთში.
თამაზი
23 ივლისი 2020 20:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული