nieuwsblad.be: ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ქვილითაიას კი - მცირე ტრავმა

AutoSharing Option
"გენტი" ახალი სეზონისთვის ემზადება და უკვე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - "ბრიუგესთან" (3:2), "ლანსთან" (1:1) და "ლიონთან" (2:3). გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერ არ უთამაშია, გიორგი ქვილითაია კი მხოლოდ "ბრიუგესთან" შევიდა შეცვლაზე. nieuwsblad.be სიტუაციას განმარტავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვილითაიამ, ბეზუსმა და ოჯიჯა-ოფოემ მცირე ტრავმების გამო ვერ მიიღეს "ლიონთან" შეხვედრაში მონაწილეობა, ჩაკვეტაძე გასულ კვირაში ვარჯიშობდა, თუმცა ნაოპერაციევ მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ასევე ტრავმირებულნი არიან იარემჩუკი და დეპუატრე, თუმცა ვარჯიში მაინც შეუძლიათ.

nieuwsblad.be ირწმუნება, რომ 28 ივლისს "მეცთან" საშინაო სპარინგში მწვრთნელ იეს ტორუპის
განკარგულებაში ბოლოს და ბოლოს იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც "ლიონთან" თავისი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს (იხ. სურათი).

ამის შემდეგ "გენტი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს - 1-ელ აგვისტოს გასვლაზე "ზულტე-ვარეგემთან", ხოლო 9 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს არის უპატრონობის ბრალი, პირველ რიგში ფედერაციის ბრალია. ბავშვს, უნდა ურჩიოს ვინმემ, რომ როცა ამხელა მომავალი გაქვს და მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეგიძლია გახდე, ფედერაციამაც და აგენტმაც უნდა იზრუნოს მასზე და საუკეთესო ქირურგებთან და ექიმებთან უნდა უმკურნალონ, ურჩიონ მაინც, რომ ფული გადაიხადოს, სოლიდური თანხები და სამაგიეროდ ტამასი გააგრძელოს. გენტმა გააფუჭა მაგ ბიჭი, ჯერ იმდენხანს ტრამვით ათამასეს და უკიდურესად დაუმძიმეს ბიჭს მდგომარეობა. აი მაშინ უნდოდა პატრონი, ამოეღო ხმა ფედერაციას, ან აგენტს, ბოლობოლო არ ეთამაშა ჩაკვეს, რას იზამდა გენტი, კონტრაქტს გაუწყვეტდა? გაეწყვიტა, არ სჯობდა? ეხლა ვსიო, დამთავრდა მაგის კარიერა. ეს არის უნიათო, უცოდინარი და კაპიკებს დახარბებული აგენტების და ფედერაციის ბრალი. როდემდე?
ვასო
20:17 28-07-2020
1
არსებობს კანონი საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ. არასრულწლოვნების გამყიდველებს და გადამყიდველებს რატომ არ იჭერენ?! ანანიძე 16-ს გაყიდეს, ყენია 17-ს. ყენიაზე ეყოთ გერმანელებს კანონიერება და სანამ 18 არ გახდა არ გაუფორმეს პრიფესიული კონტრაქტი. ვისაც აიძულეს ეთამაშა ძალიან ახალგაზრდას, პროფესიონალური ფეხბურთი ყველა დაინგრა: მჭედლიძე,ჯანო,ყენია,ჩაკვე... 2010 წელს როდესაც 22 წლის მიულერი ნაკრებში წაიყვანეს ს.აფრიკაში, ბაიერნის მენეჯერი ჰიონესი გადაირია - ჯერ ადრეაო და დაიწვებაო"
ფარი
10:31 25-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული