nieuwsblad.be: ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ქვილითაიას კი - მცირე ტრავმა

AutoSharing Option
"გენტი" ახალი სეზონისთვის ემზადება და უკვე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - "ბრიუგესთან" (3:2), "ლანსთან" (1:1) და "ლიონთან" (2:3). გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერ არ უთამაშია, გიორგი ქვილითაია კი მხოლოდ "ბრიუგესთან" შევიდა შეცვლაზე. nieuwsblad.be სიტუაციას განმარტავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვილითაიამ, ბეზუსმა და ოჯიჯა-ოფოემ მცირე ტრავმების გამო ვერ მიიღეს "ლიონთან" შეხვედრაში მონაწილეობა, ჩაკვეტაძე გასულ კვირაში ვარჯიშობდა, თუმცა ნაოპერაციევ მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ასევე ტრავმირებულნი არიან იარემჩუკი და დეპუატრე, თუმცა ვარჯიში მაინც შეუძლიათ.

nieuwsblad.be ირწმუნება, რომ 28 ივლისს "მეცთან" საშინაო სპარინგში მწვრთნელ იეს ტორუპის
განკარგულებაში ბოლოს და ბოლოს იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც "ლიონთან" თავისი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს (იხ. სურათი).

ამის შემდეგ "გენტი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს - 1-ელ აგვისტოს გასვლაზე "ზულტე-ვარეგემთან", ხოლო 9 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ნორმალურ ექიმს ჩააბარონ ეს ბიჭი, თორემ ფეხს გაიფუჭებს, გადიხადე შვილო ფული და მიხედე თავს, შეეშვი კლუბის უფასო ექიმებს
2
ვაა რა დააშავა გიომ ესეთი, რომ ასე იტანჯება, ესეთი კარგი ფეხბურთელი? ძაან მენანება ჩაკვე მინდვრის გარეშე, ასეთი მონაცემების ფებურთელის უმოქმედობა და უმოძრაობა საშინელებაა. ჩაკვე გისურვებ საბოლოოდ გამოჯამრთელობას და დაბრუნებას მინდორზე.
გოჩა
09:45 24-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული