ჯიქიამ და "სპარტაკმა" "რუბინი" და კვარაცხელია ვერ დაითანხმეს...

AutoSharing Option
РБК-ს წყაროზე დაყრდნობით, "რუბინმა" 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკს" არ მიჰყიდა და ოფიციალური უარი შეუთვალა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "სპარტაკი" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ, თამაშს მოსკოველების გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი და ამავე თანამდებობის ყაზანელი რუსტემ საიმანოვი ესწრებოდნენ. "სპარტაკის" ხელმძღვანელი დაინტერესდა ხვიჩას შეძენის შესაძლებლობით, თუმცა უარი მიიღო.

"რუბინს" კონკურენტების გაძლიერება არ სურს. ამიტომ ხვიჩას გადასვლა რუსულ კლუბში თითქმის გამორიცხულია", - აცხადებს ინფორმაციის წყარო.

ასევე, "წყაროს" ცნობით, "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა და ცდილობდა კვარაცხელია მის კლუბში თამაშზე
დაეთანხმებინა, თუმცა ხვიჩამ უთხრა, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელების დონეზე უნდა გადაწყდეს.

"წყარო", რომელიც ქართველთან ახლოს არის, ადასტურებს, რომ მისით, ასევე, "კრასნოდარი" ინტერესდება, თუმცა სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა გენაცვალე, არა მგონია შენს ოჯახზე კარგი მრჩეველი იყოს ვინმე შენთვის, ჩემი აზრით ერთ წელი რუბინში კარგ გამოცდილებას მიიღებ და შემდეგ ევროპის კარი შენთვის ღია იქნება. მე ერთი თხოვნა მექნება შენს მიმართ იფიქრე მხოლოდ ფეხბურთზე და მარტო ფეხბურთზე, რომ გახდე დიდი ფეხბურთელი, ყველაფერი დანარჩენი თავისით მოვა, იცოდე შენ ხარ დიდი მ.მესხის, დ.ყიფიანის. ს.მეტრეველის, ბ.პაიჭაძის, მ.ხურცილავას შთამომავალი და მაპატიოს ყველამ ვინც ვერ ჩამოვთვალე !!!
გიორგი
00:08 26-07-2020
0
არსად არ გადავდივარო თვითონ თქვა ხვიჩამ, ვრჩებიო რუბინში და მართალიც არის უფრო დაიხვეწება და განვითარდება, წარმატებები კვარაცხელიას
irakli
16:12 25-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული