ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება

AutoSharing Option
24 წლის ნახევარმცველ ლუკა ზარანდიას "ტობოლთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კუსტანაური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.

ზარანდიამ "ტობოლში" მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა, შემდეგ კი კორონავირუსის გამო ყაზახეთის ჩემპიონატი შეჩერდა.

"მადლობა, ლუკა", - დაემშვიდობა "ტობოლი" ზარანდიას.

Sportall.Ge

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა ზარანდია კარიერას ბელგიურ გუნდში, თუ ისევ იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვებენ. მას "ზულტე-ვარეგემთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბელგიიდა ყაზახეთში რატომ უნდა წახვიდე ახალგაზრდა ფეხბურთელი?
master
18:33 27-07-2020
4
რა შუაშია ფული, პოლონეთში თავისი გუნდის აშკარა ლიდერი იყო, ბელგიის კლუბი მილიონს თან ისეთ ფეხბურთელში, რომელიც ტრავმის მერე ფორმაში არ იყო საერთოდ არ გადაიხდიდა, სეზონის ბოლომდე უბრალოდ ფორმის აღსადგენად გაუშვეს. მომავალში თავისი გუნდის წევრად მოიაზრებენ. ამ ბიჭს საოცარი პერსპექტივები აქვს იმედია გაუმართლდება ყველაფერი ახალ კლუბში. ვარეგემი საკმაოდ კარგი გუნდია
Haaland
21:52 27-07-2020
4

სიახლეები პოპულარული