31 წლის თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ თელ-ავივის "ჰაპოელთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით.
კუტალია პავლოდარის "ირტიშში" ზამთარში თბილისის "დინამოდან" გადავიდა, მაგრამ ყაზახური კლუბი გაკოტრდა და ქართველი ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდა.
ის გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ისრაელის გასულ ჩემპიონატზე თელ-ავივის "ჰაპოელი" მეხუთე ადგილზე გავიდა, ახალი ჩემპიონატის პირველ მატჩს კი კუტალიას გუნდი 29 აგვისტოს კფარ საბაში, ადგილობრივ "ჰაპოელთან" ჩაატარებს.